პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
შემოქმედებითი დირექტორი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, საკონსულტაციო კომპანია „Get Sh*t Done“-ის დამფუძნებელი რებეკა რაუნთრი წელს Ad Black Sea Festival-ის სპიკერი იყო. ის თავს არატრადიციულ კრეატორად მიიჩნევს და თვლის, რომ მისი მისია ქალების გაძლიერებაა ტექნოლოგიებში.
15 სექტემბერს, თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან პარლამენტისკენ მიმავალ საპროტესტო მარშს ბესიკის ქუჩის კუთხესთან რამდენიმე ახალგაზრდა გინებით დახვდა - მათგან ერთს რამდენიმე წუთში ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოჩნდა.
- რას ნიშნავს შსს-თან “ართანამშორომლობა”? - რას უყვებიან 8 სექტემბერს დაშავებულები რადიო თავისუფლებას დაპირისპირების შესახებ? - ვინ და როგორ გამოკითხეს პოლიციის სამმართველოში?
23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძის დაკავებამ კალაძის საარჩევნო შტაბზე გაკეთებული წარწერის გამო, ბევრს გაახსენა წინა წლებში პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივისტების დარბეული ოფისები და მათი სახლების სადარბაზოების კედლებსა თუ მანქანებზე დატოვებული უხამსი ან შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
დაპირისპირებაში მონაწილეთა იდენტიფიცირებით იხატება სურათი, რომ "ქართული ოცნების" იმ მხარდამჭერებს შორის, რომლებიც დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ, აქტიურობდნენ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტებს უპირისპირდებოდნენ პოლიციელებიც, ჩხუბში მონაწილეობდა "იმედის" ჟურნალისტიც.
23 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ მდინარე ყარნება გუბდება და აღარ უერთდება მდინარე ჩხერიმელას - ადგილობრივები ირწმუნებოდნენ, რომ დიდი მოცულობით წყლის დაგუბებისა და გამოხეთქვის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრებოდა სოფლებს ლაშესა და ძირულას და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალს.
7 აგვისტოს, პროევროპული და ანტისამთავრობო აქციების 253-ე დღეს, როცა თბილისში აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა იმართებოდა, კახა კალაძემ “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა პარტიის ოფისში, დახურულ ღონისძიებაზე.
თითქმის 8-თვიანი სასამართლო განხილვის და პატიმრობის შემდეგ, 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 43 წლის ანესთეზიოლოგ-რევმატოლოგი გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასასრულისკენ მიდის - მომდევნო სხდომაზე სასამართლო ბრალდებულის და მისი ადვოკატების საბოლოო სიტყვებს მოისმენს და გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
საქართველოში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ერთი თვის განმავლობაში, სასამართლომ 8 პოლიტიკოსს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, იმ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, რომლის ლეგიტიმაციასაც ოპოზიციური პოლიტიკოსები არ ცნობენ.
იმ ორი მოწმიდან, რომლებსაც სასამართლოზე მოუსმინეს, ერთი, ლევან ბერიძე გიორგისთან ერთად მანქანაში იჯდა იმ ღამეს, როცა ის დააკავეს. მეორე, რომელიც ლევანის მძიმედ ავადმყოფ დედას უვლიდა მის სახლში იყო, როდესაც პოლიცია ჩხრეკაზე მივიდა.
საგარეო უწყებიდან წამოსულებიცა და გათავისუფლებულებიც მათ დათხოვნას “პოლიტიკური ნიშნით წმენდად” და საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების ნიშნად მიიჩნევენ.
ოლგა სპირანდი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საგარეო საქმეთა სამინისტროდან 1 ივლისს გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე 8 პოლიტიკოსი ერთდროულად აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მათგან 6 სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერია, 7-ს უკვე შეუფარდეს სასჯელი, ორი აპირებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი” - ასე ახსნა აშშ-მა 2024 წლის სანქციები
“პოლიტიკურ მოტივებზე მე ვერ ვისაუბრებ… არ ვარ პოლიტიკოსი, არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს. როგორც სახალხო დამცველი ვსაუბრობ ყოველთვის უფლებაზე” - უპასუხა სახალხო დამცველმა ჟურნალისტის კითხვას პოლიტპატიმრების შესახებ იმ დღეს, როცა პარლამენტი ომბუდსმენის აპარატის 2024 წლის ანგარიშს განიხილავდა.
დასავლეთ საფრანგეთში მდებარე საპორტო ქალაქი ნანტი უარს ამბობს თბილისთან დაძმობილებული ქალაქის სტატუსზე და წყვეტს კულტურულ და მეგობრულ კავშირს, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1979 წელს ჩაეყარა.
დაახლოებით ერთი წელია, რაც უმსხვილესმა რუსულმა ბანკმა გადარიცხვებში საქართველო დაამატა - ასე გახდა შესაძლებელი სანქცირებული „სბერბანკიდან“ გადმორიცხული ფულის მიღება საქართველოში, თუმცა იმგვარად, რომ გადმორიცხვის დამადასტურებელ ჩანაწერში რუსული კვალი არ ჩანს.
ჩამოტვირთე მეტი