„მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ყველაფრისთვის, კერძოდ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოუღებლობისთვის და მათთვის გვერდის ასავლელად აგრესორის დახმარებისთვის;
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაა. მან თქვა, რომ უცხოეთში მცხოვრები ადამიანები შეიძლება „იმ ქვეყნის იურისდიქციაში მოექცნენ“.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება „ქართული ოცნების“ ახალ კანონპროექტს, რომელიც ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობას აღარ მისცემს. მისი თქმით, ყველა პატარა ქვეყნისთვის საგანძურია ემიგრანტების ყოლა და მათ უფრთხილდებიან.
საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიზანია თანამშრომლობა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
პოლონეთში აფეთქების შედეგად დაზიანებულია რკინიგზის მონაკვეთი იმ მაგისტრალზე, რომელიც ქვეყანას უკრაინასთან აკავშირებს.
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქებები იყო რამდენიმე ქალაქში, სადაც დაზიანებულია ენერგეტიკული და საპორტო ინფრასტრუქტურა.
ჩამოტვირთე მეტი