მას შემდეგ, რაც პარლამენტი შსს-ს წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას დაამტკიცებს და ეს სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოხდება, წიწაკის სპრეის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუკი მაღაზიაში სპეციალურად თქვენს სახელზე შს სამინისტროს გაცემულ ცნობას წარადგენთ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, გააუქმოს საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, უცხოეთში მცხოვრები ქართველები დაზაფრა. ეს ხმის წართმევაა, არჩევნების კონტროლის მორიგი მცდელობა - ამბობენ ემიგრანტები რადიო თავისუფლებასთან. მათი აბსოლუტური უმეტესობა საქართველოში ჩასვლას ვერ შეძლებს.
64 წლის ფატი ბაგრატიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის საბაბით, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ორი კვირის წინ, ოქტომბრის ბოლოს, ყოფილ ცოლს, ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, 11 ჭრილობა მიაყენა, ჯერაც თავისუფალია. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ექიმებმა გადაარჩინეს. ის მკურნალობას განაგრძობს და ადვოკატს ეუბნება, რომ თავს დაუცველად გრძნობს.
„უკრაინაში სასტიკი აგრესიული ომის გარდა, რუსეთი ასევე ამძაფრებს ჰიბრიდულ თავდასხმებს და ევროპასთან გავლენის ომს აწარმოებს“, - ნათქვამია დოკუმენტში სახელად „დემოკრატიის ფარი", რომელიც ევროკომისიამ 12 ნოემბერს გამოაქვეყნა. ინიციატივათა პაკეტი მომდევნო წლების განმავლობაში უნდა ამოქმედდეს.
რუსთაველის გამზირზე პროტესტი კომპიუტერულ თამაშს დაემსგავსა, სადაც ადამიანებს ორი სიცოცხლე აქვთ.
საუნივერსიტეტო ცვლილებები, რომელთა მიზნადაც "ქართული ოცნება" "განათლების დეცენტრალიზაციას" ასახელებს, შეიცავს საფრთხეს, უნივერსიტეტების ავტონომიისა და სტუდენტების არჩევანის შეზღუდვის მექანიზმად იქცეს, შეცვალოს საქართველოს საუნივერსიტეტო რუკა, აკადემიური თავისუფლება კი საფრთხის ქვეშ დააყენოს.
თბილისთან ახლოს არაბი ინვესტორი ააშენებს ქალაქს, რომელშიც 850 საფეხბურთო სტადიონი ჩაეტეოდა, გონიოში - მხოლოდ 425. ინვესტორთან გაფორმებული შეთანხმება მთავრობის ბრძანებით კომერციულ საიდუმლოდ გამოცხადდა.
17 წლის ემა ბჟალავამ პირდაპირ ეთერში დაწვა თავისი აფხაზური პასპორტი. აფხაზეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მას კი კვლავ ემუქრებიან მოკვლით.
ჩამოტვირთე მეტი