პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
"დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა" - ასე იწყება ვახტანგ გომელაურის განცხადება, რომლითაც ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. "გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება... რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო” - დაწერა მან.
დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, ოფიციალური სტატისტიკით (საჯაროა ბოლო 15 წლის მონაცემები), არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორც დღეს.
ნუცა მახარაძეს და მის ორ მეგობარს, ქეთი ჯაჯანაშვილს და სალომე სარიშვილს 5 მაისის ღამეს სახლში მისულებს, ლიფტთან მათთვის უცნობმა ადამიანმა ბრილიანტის მწვანე, იგივე “ზელიონკა” და წიწაკის სპრეი სახეში და კისრის მიდამოებში შეასხა. ისინი ამ დროს რუსთაველზე გამართული აქციიდან ბრუნდებოდნენ სახლში.
საქართველოში, სადაც ერთი ხელისუფლება პოლიციის რეფორმით ამაყობდა, მეორე კი საპოლიციო სისტემის სისასტიკის მოსპობის დაპირებით მოვიდა მთავრობაში, უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთება სურათი, რომელშიც პოლიცია დანაშაულზე მეტად ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეებს ებრძვის.
2025 წლის აპრილში რუსულ წყაროებში გავრცელდა ცნობა ორი ქართველის, ილია ბუჩუკურისა და კარლო ებრალიძის დაღუპვის შესახებ - ორივე რუსეთის მოქალაქე იყო და უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა, აქვს ბინა და სამუშაო კონტრაქტი, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში ორჯერ მიიღო უარი საქართველოში შემოსვლაზე. მიზეზი არცერთ ჯერზე განმარტებული არ ყოფილა.
31 მარტს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ფრანგ ფოტოჟურნალისტს ჟერომ შობოს. ის ბოლო თვეების განმავლობაში აშუქებდა თბილისიდან ქართულ პროტესტს. მისი საზღვრიდან გაბრუნება დაგმო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე."
ბოლო დღეებში სოციალურ მედიაში აიტვირთა არაერთი ვიდეო, რომლებშიც ჩანს, როგორ ჩხრეკენ პოლიციელები ქუჩაში გაჩერებულ მოქალაქეებს - ათვალიერებენ ჯიბეებს, ჩანთებს, „ადგენენ ვინაობას“. პოლიციისთვის ეს დანაშაულთან ბრძოლაა, უფლებადამცველებისთვის კი სახელმწიფოს უკანონო თვითნებობა.
29 მარტს დმანისიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე ათეული ადამიანი დაიძრა მარშით - მათი მიზანი 31 მარტს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის ჩამოსვლა იყო და გზად შემხვედრ ადამიანებთან თავისი პროტესტის მიტანა.
პრესტიჟული ფოტოკონკურსის, World press photo-ს გამარჯვებული ევროპიდან ფოტოისტორიების კატეგორიაში რუსი ფოტოგრაფი გახდა. კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის თანამშრომელმა მიხაილ ტერეშჩენკომ კონკურსში თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოისტორია წარადგინა.
2025 წლის თებერვლის ბოლოს თბილისის მერიამ 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა - კომპანია, რომელიც ამ ტენდერში გაიმარჯვებს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეკონსტრუქციაზე იქნება პასუხისმგებელი.
20 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი, ქალთა უფლებებზე მომუშავე შვედური ორგანიზაციის, Kvinna till Kvinna-ს („ქალები ქალებისათვის“) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა, რომელსაც საქართველოში ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა.
ხელისუფლების ოპონენტებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს სისტემატურად აჯარიმებენ კამერების გადაღებულ კადრებზე დაყრდნობით, თუმცა ხელისუფლების კუთვნილი კამერების ჩანაწერები, არ ხვდება იმ საქმეებში სადაც სამართალდამცველების დანაშაულს იძიებენ.
თბილისის 20-მდე სკოლაში თითქმის ერთი წელია „ღირებულებითი განათლების“ კლუბები გაიხსნა. ეს განათლების სამინისტროსა და საპატრიარქოს ერთობლივი საპილოტე პროგრამაა, რომელმაც სკოლებში ბავშვების არაფორმალურ განათლებაში მღვდლები ჩართო.
“ქართული ოცნება”, რომელიც წლები ამაყობდა „ნაციონალების დროინდელი“ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებით, ახლა “ანტინარკოტიკულ რეფორმას” იწყებს, უპრეცედენტოდ ამკაცრებს კანონს, რომელიც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს დასჯის, და იძულებით მკურნალობაზეც ფიქრობს.
25 თებერვალს მოხალისეების ჯგუფებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინტრიშის ნაკრძალში დიდთოვლობის გამო საგუშაგოში ჩარჩა 58 წლის რეინჯერი გენო გოგიტიძე, რომელსაც ტელეფონზეც კი ვეღარ ურეკავდნენ.
გურიაში, სადაც ერთი კვირაა დიდთოვლობამ ათობით სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა და ადგილობრივები ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სატელეფონო კავშირის გარეშე დატოვა, მოსახლეობა სხვა პრობლემებთან ერთად წუხს იმაზე, რომ გაუწმენდავი გზები გარდაცვლილი ოჯახის წევრების დაკრძალვის საშუალებას არ აძლევს.
21 თებერვალს, პარასკევს, 18:45 წუთზე საქართველოს მოსახლეობამ მობილურ ტელეფონებზე მიიღო ტექსტური შეტყობინება: „23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება”. 112 ადრესატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.
20 თებერვლის შემდეგ გურიასა და აჭარაში დიდი თოვლის გამო გაჩერებულია მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. პარასკევს უამინდობის შესახებ ხელისუფლებამ შეტყობინებები კი დააგზავნა, მაგრამ გარე სამყაროს მოწყვეტილ ხალხს გადაუდებელი დახმარება სჭირდება.
ჩამოტვირთე მეტი