პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
არა მხოლოდ ბოლო თვეების, არამედ ბოლო წლების განმავლობაში აქციებზე დაკავებული ადამიანები სასამართლო პროცესების შემდეგ ჰყვებიან, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს დანაშაულის ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე, მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით იღებენ.
„შიშველი ჩხრეკა” ანუ დაკავებულთა სრული გაშიშვლება, რომელიც წლების განმავლობაში მანკიერ პრაქტიკად მიიჩნეოდა, ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში, წინასწარი დაკავების იზოლატორებში, სახლებსა და პოლიციის სამმართველოებშიც გამოჩნდა.
სტატიაში წაიკითხავთ ბევრ უხამს ფრაზას, რომლებიც შესაძლოა უსიამოვნოდ მოგეჩვენოთ, თუმცა ეს სიტყვები წარმოადგენს იმ ქალების მონათხრობს, რომლებიც ჰყვებიან, როგორ გახდნენ სახედაფარული პოლიციელების ვერბალური და ფიზიკური ძალადობის სამიზნეები.
თეა გოდოლაძე, სეისმოლოგი, დაჩქარებულად და ხანგრძლივი ვადით წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში - წასვლამდე ჩაწერილ ინტერვიუში მან თქვა, რომ ამ გზით გაურბოდა დაპატიმრების საფრთხეს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ მის ყოფილ პარტნიორზე ძალადობის ბრალდებით არის აღძრული.
ირაკლი შაიშმელაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი სამსახურიდან 3 დეკემბერს წამოვიდა - ამ დროს სახელმწიფო განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე.
წამების წინააღმდეგ საერთაშორისო კონსორციუმმა 24 დეკემბერს საქართველოში დემონსტრანტებზე ძალადობის კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კონსორციუმი ასკვნის, რომ იმას, რასაც 28 ნოემბრის შემდეგ აკეთებდა პოლიცია აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ, წამება და არასათანადო მოპყრობა ჰქვია.
ადამიანის უფლებების დამცველები აღარ ერიდებიან სიტყვა "წამებას" საქართველოში დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობაზე საუბრისას. მეტიც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 28 ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს და რეპრესიებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს.
პროევროპულ აქციებზე 28 ნოემბრის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და აპარატურა დაუმტვრიეს ან წაართვეს 40-ზე მეტ ფოტოგრაფს, ჟურნალისტსა და ოპერატორს.
ქალს, რომელიც საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, ამ შემთხვევის შემდეგ თითქმის ერთი კვირა სახლიდან გამოსვლის შიში ჰქონდა - დღეს ის ამბობს, რომ სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის მიმართვის აზრს ვერ ხედავს, თუმცა უნდა მისი ამბავი სხვებმაც გაიგონ, რათა ამით ამხილოს მოძალადე სისტემა.
ადამიანის უფლებების დამცველები აღარ ერიდებიან სიტყვა "წამებას" საქართველოში დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობაზე საუბრისას. მეტიც, საია თვლის, რომ 28 ნოემბრის შემდეგ ჩადენილი სისტემური დანაშაულები და რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად უნდა შეფასდეს.
ადამიანის უფლებების დამცველები აღარ ერიდებიან სიტყვა "წამებას" საქართველოში დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობაზე საუბრისას. მეტიც, საია თვლის, რომ 28 ნოემბრის შემდეგ ჩადენილი სისტემური დანაშაულები და რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.
28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა 64% არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, 44%-ს ხილული დაზიანებები აქვს, - ამბობს ომბუდსმენი, რომელიც პოლიციის ძალადობის შეფასებისას იყენებს სიტყვას „წამება“.
შოთა დიმიტრიშვილი ერთ-ერთია 400-ზე მეტი მოქალაქიდან, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ პროტესტის გამო დააკავეს. ამ ადამიანების უმეტესობა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. მათგან 80-ზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
თბილისში მიმიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად უფლებადამცველი ორგანიზაციები კვლავ აღწერენ სახელმწიფოს მხრიდან სისასტიკეს. საია თვლის, რომ სისტემური დანაშაულები და რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.
6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპული აქციების კვალდაკვალ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, რომელთაგან 80-ზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დაკავებულთა ასაკი 15-დან 60 წლამდეა, მათი დიდი ნაწილი ჰყვება, როგორ იძალადეს და აწამეს სპეცრაზმელებმა აქციაზე დაკავებისას.
თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად უფლებადამცველი ორგანიზაციები კვლავ შეშფოთებით წერენ რეპრესიული მანქანის სისასტიკეზე. საია თვლის, რომ სისტემური დანაშაულები და რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.
საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ცნობები საქართველოში საპროტესტო აქციებისას დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც საემიგრაციო სამსახური ქვეყნიდან აძევებს. რადიო თავისუფლებას თავის ისტორიას უყვება გელა მეგრელიძე, რომელიც აქციაზე დაკავების შემდეგ მიგრაციის სამსახურში დაიბარეს.
"წამებაა დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა", - ასე აფასებს სახალხო დამცველი პროევროპულ აქციებზე დაკავებულების და ნაცემების წინააღმდეგ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პოლიცია დანაშაულს სჩადის.
ჩამოტვირთე მეტი