ნუცა მახარაძეს და მის ორ მეგობარს, ქეთი ჯაჯანაშვილს და სალომე სარიშვილს 5 მაისის ღამეს სახლში მისულებს, ლიფტთან მათთვის უცნობმა ადამიანმა ბრილიანტის მწვანე, იგივე “ზელიონკა” და წიწაკის სპრეი სახეში და კისრის მიდამოებში შეასხა. ისინი ამ დროს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდნენ სახლში.
ახალგაზრდა ქალებზე თავდასხმამ ბევრს გაახსენა რუსეთში ოპოზიციონერებზე, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმები “ზელიონკით” და არცთუ უსაფუძვლოდ - პუტინის რუსეთში ბრილიანტის მწვანის სახეში შესხმის მრავალწლიანი ტრადიცია არსებობს. ასე “შეღებეს” მაგალითად ალექსეი ნავალნი 2017 წელს და “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი ელენა მილაშინა 2023 წლის ივლისში მას შემდეგ, რაც მას სასტიკად სცემეს, თითები დაამტვრიეს და თმები გადაპარსეს - ის გროზნოს აეროპორტიდან მიდიოდა სასამართლო პროცესის გასაშუქებლად, როცა უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ავტომობილებით გზა გადაუჭრეს და სასტიკად გაუსწორდნენ.
ნუცა მახარაძე მას შემდეგ, რაც უწყვეტ ანტისახელისუფლებო პროტესტში ჩაება, არაერთხელ გახდა თავდასხმის სამიზნე - ბოლო თვეების განმავლობაში მან გამოცადა ადევნება, პატიმრობა აქციაზე ყოფნის გამო და მიიღო არაერთი ჯარიმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის.
თავდასხმა „ზელიონკით“ - ნუცა მახარაძე ჰყვება როგორ შეღებეს ის და მისი სამი მეგობარი მწვანედ ლიფტში
ნუცა მახარაძეს და მის ორ მეგობარს, ქეთი ჯაჯანაშვილს და სალომე სარიშვილს 5 მაისის ღამეს სახლში მისულებს, ლიფტთან მათთვის უცნობმა ადამიანმა ბრილიანტის მწვანე, იგივე “ზელიონკა” და წიწაკის სპრეი სახეში და კისრის მიდამოებში შეასხა. ისინი ამ დროს რუსთაველზე გამართული აქციიდან ბრუნდებოდნენ სახლში.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
ფორუმი