Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2025 წლის 4 ოქტომბერი


2025 წლის 4 ოქტომბერი
please wait

No media source currently available

0:00 0:21:36 0:00

ეს ვიდეო 2025 წლის 4 ოქტომრის ქრონიკაა - დღის, როცა საქართველოში ერთდროულად დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დიდი საპროტესტო აქცია - სახალხო შეკრება, რომლის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ამ შეკრების მიზანი ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობა“ უნდა ყოფილიყო.

ეს ვიდეო 2025 წლის 4 ოქტომბრის ქრონიკაა - დღის, როცა საქართველოში ერთდროულად დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დიდი საპროტესტო აქცია - სახალხო შეკრება, რომლის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ამ შეკრების მიზანი ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობა“ უნდა ყოფილიყო.

შუადღეზე, არჩევნების პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაწყებული მსვლელობა თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდა, სადაც ათასობით დემონსტრანტს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გააცნო დეკლარაცია და თქვა, რომ ამ წუთიდან ძალაუფლება ხალხის ხელში უნდა გადავიდესო.

მურთაზ ზოდელავამ კი აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა ხალხის ნაწილს, „მამაკაცურ ძალას“ - ათონელის საპრეზიდენტო სასახლისკენ დაძვრისა და სასახლის გასაღების ჩაბარებისკენ მოუწოდა...

ორბელიანის მოედანსა და საპრეზიდენტო სასახლესთან ვითარება მალე დაიძაბა, დემონსტრანტებმა სასახლის ღობის ნაწილი მოგლიჯეს, თუმცა სპეცრაზმს ვერ გაუმკლავდნენ და ამის შემდეგ დაიწყო აქციის დაშლა, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა.

აქციის ლიდერები იმავე ღამით დააკავეს, 13 დემონსტრანტი კი მეორე დღეს. ამ ვიდეოში სწორედ ამ მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენას შევეცადეთ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG