რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
მაისის მზიან დილას ჰაიკინგი ორი ახალგაზრდა ქალისთვის ცუდად დასრულდა. სვეტა და ლიზა, რუსეთის მოქალაქეები, თბილისის შემოგარენში ძაღლთან ერთად სეირნობისას ძალადობის მსხვერპლები გახდნენ.
პირველ აპრილს თბილისში, მშვიდობის ხიდთან გაუჩინარებული 21 წლის აითაჯ მამედოვას ბიძა, რასულ ომაროვი, რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ 14 მაისს მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის ცხედარი აითაჯ მამედოვას ეკუთვნის.
18 წლის ბელა მეი ქალი (Bella May Culley), ბრიტანეთის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი 5 მაისის შემდეგ ტაილანდში ეძებდა, პოლიციამ თბილისის აეროპორტში 11 მაისს დააკავა, დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით.
18 წლის ბიჭის მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
„რატის ბარი“, რომელშიც 11 მაისს, გამთენიისას, 18 წლის ალეკო შაკიაშვილი მოკლეს, დაკეტილია. ბარათაშვილის 2 ნომერში, ბარსა და მის მახლობლად, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში, სოფელ გავაზში, გადაასვენეს.
„ჩემი შვილის თვითმკვლელობის პირველივე დღეებიდან ვიგრძენი, რომ გამომძიებლები ამ საქმეს უყურადღებოდ ეკიდებოდნენ“, - 39 წლის სოფიომ* ვერ მიაღწია იმას, რომ გამომძიებელმა მისი შვილის ტელეფონსა და კომპიუტერში დარჩენილი ინფორმაცია შეისწავლოს.
„არ შემიძლია ლაპარაკი, ბოდიში“ - მხოლოდ ეს თქვა სასამართლოს სხდომათა დარბაზში 34 წლის თემურ ყარალაშვილმა, რომელმაც 2024 წლის 12 ნოემბრის ღამეს, ცოლს სამი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ცეცხლი წაუკიდა. მეძუძურმა დედამ თითქმის ერთი თვე იცოცხლა და 10 დეკემბერს, შუადღისას, კლინიკაში გარდაიცვალა.
სუროგაციით დაბადებული ერთ წლამდე ბავშვის მიმართ "გარყვნილი ქმედების" ჩადენაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიებაა დაწყებული. პოლიციას 2 აპრილს ბავშვის ძიძამ, როგორც თვითმხილველმა, მიმართა.
13 წლის ნიკოლოზის სახლთან უამრავი ადამიანი ირევა. იქ იმ დროს მოვხვდით, როცა მის პანაშვიდზე თანაკლასელები, მეგობრები, მასწავლებლები მიდიოდნენ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტი განაგრძობს სუროგატი დედების გამოკითხვას. პოლიციამ უკვე მოისმინა 16 სუროგატი ქალი ისტორია, რომლებიც რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-ს უჩივიან. ქალები ამბობენ, რომ კომპანიამ მათ დაპირებული ჰონორარი, რომელიც ათიათასობით დოლარს შეადგენს, არ გადაუხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვებს ბრიტანეთის მოქალაქის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ მას საქართველოს დატოვების უფლება არ ეძლევა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო მისთვის გაურკვეველი, ე.წ. ჯარიმების ნაღდი ფულით გადახდას სთხოვს.
ბრიტანეთის მოქალაქე, 28 წლის დანიელ მაიკლ ჯონ ტრევისი, რომელიც გასული წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, პროევროპულ აქციაზე დააკავეს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას საქართველოს დატოვების უფლებას არ აძლევენ.
„რამდენი რძე უნდა დაელია ჩემს შვილს, რომ მისი ჯანმრთელობაზე ასახულიყო?“ „როგორ გავარკვიო, ხომ არ დაუზიანდა ჩემს შვილს ღვიძლი?“ „თუკი წლების განმავლობაში, სისტემატურად ვსვამდი ამ რძეს, ეს ნიშნავს, რომ რისკის ქვეშ ვარ“? - მეორე დღეა, ამ კითხვებზე ეძებენ პასუხებს მშობლები და არა მხოლოდ ისინი.
დახურულ ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატი დედების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სუროგატი დედების შესახებ რადიო თავისუფლებამ 3 აპრილს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
სუროგატი დედები პოლიციას და პროკურატურას მიმართავენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ რეპროდუქციული მედიცინის სააგენტოს Kinderly-ს წინააღმდეგ. ისინი თვეებია უშედეგოდ ელიან კუთვნილ ჰონორარებს, რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ ქალები მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჰოსტელში შეასახლა.
„კახეთელიძე, შენი შვილი რომ მოეკლათ, მაშინაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდი?“ - ამ სიტყვებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, გერონტი კახეთელიძეს ლელა ლაშქარაშვილმა, ფემიციდის მსხვერპლის დედამ, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
დედაქალაქის მერია დიდი დიღმიდან მეტროს სადგურ "დიდუბისკენ" ტრამვაის ხაზის მშენებლობას აპირებს. პროექტი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უნდა მომზადდეს და თუკი ის დამტკიცდება, მაშინ ტრამვაის ხაზი 2028-2029 წლისთვის უნდა იყოს მზად.
უახლესი კვლევები გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლებიც ქალთა უფლებების მიმართ მოსახლეობის განწყობებს ასახავს, აჩვენებს, რომ ხალხის დიდი ნაწილი მხარს უჭერს თანასწორობას, თუმცა გარკვეულ საკითხებზე დამოკიდებულებები უარესობისკენაა შეცვლილი.
„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, რომელიც სხვა ბევრ რამესთან ერთად, მაგალითად, კრძალავს აქციების დროს სახის დაფარვას, საპროტესტო აქციების მონაწილეების უმრავლესობა, ბოლო პერიოდია, რუსთაველის გამზირზე „სახედაფარული“ გადის.
ჩამოტვირთე მეტი