ფლობს მოსალოდნელი საშიშროების თაობაზე ოპერატიულ მონაცემებს და მისი გაანალიზებით არის დაკავებული, ალბათ, მოქმედების შესაბამისი გეგმის შესამუშავებლად. შეგახსენებთ: საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი სერიოზული პროვოკაციის თაობაზე, რომელიც რუსეთში დაიგეგმა, ხუთშაბათს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ ისაუბრა და ისიც განმარტა, რომ ამ ყევლაფრის შესახებ ხელისუფლებას საქმის კურსში ჩაყენება არ სჭირდება, რადაგნაც ის საქმის კურსშია. მაინც, რა ინფორმაციას ფლობს ხელისუფლება და რას აკეთებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად?
"საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე მასშტაბური პროვოკაცია მზადდება. არსებობს იქ სიტუაციის გართულების რამდენიმე სცენარი და ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ აქედან მხოლოდ ერთი დაასახელა," - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის უფროსმა ალექსანდრე მჭედლიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთში შემუშავებული გეგმების განხორციელებას საქართველოში საარჩევნო დაძაბულობის პარალელურად შეეცდებიან. რადგან თავდაცვის სამინისტროს აპარატის უფროსმა სიტუაციის გართულების რამდენიმე სცენარი ახსენა, მოვიყვანთ ერთ მათგანს, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ გაახმაურა. " საქართველოს წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებაზე ორი ბრძანებაა გაცემული. პირველის თანახმად, ოპერაცია აგვისტოში უნდა დაწყებულიყო და სექტემბერში დასრულებულიყო, მაგრამ კოდორის მოვლენებმა პროცესი დააჩქარა: ოპერაცია ივლისში დაიწყება, ჩეჩენ-ინგუშეთის საზღვარზე 1000 ჩეჩენი შეგროვდება, მოხდება მათი გამოდევნა საქართველოსკენ, ჩეჩნებს კი უკან რუსეთის ჯარი მოჰყვება, " - ასეთია ირინა სარიშვილ-ჭანტურიას მიერ გავრცელებული ვერსია და მას თავდაცვის სამინისტრო ირიბად ადასტურებს. მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საშიშროება არსებობს, თუმცა იქვე განმარტა, რომ საქართველოს საზღვარს 1000 ბოევიკი ერთდროულად ვერ გადმოკვეთს და უფრო მათი ეტაპობრივი შემოჭრაა მოსალოდნელი.
ჩრდილოეთ საზღვარზე მოსალოდნელი სერიოზული საშიშროების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში. თუმცა, როგორც ამ უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა არჩილ ჩხარტიშვილმა ჩვენთან საუბრისას გაიხსენა, დაზვერვის დეპარტამენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსები ამზადებდნენ რამდენიმე ჯგუფს( ოღონდ არა 1000 კაციანს, შედარებით მცირე ჯგუფებს) საქართველოში შემოსაჭრელად იმ მიზნით, რომ ჩეჩენთა ჯგუფებს უკან რუსეთის სამხედროები მოჰყოლოდნენ. როგორც ვხედავთ, რამდენიმე თვის წინ არსებული მონაცემები პირწმინდად ემთხვევა დღევანდელს. საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის, დაღესტნისა და ინგუშეთის მონაკვეთზე პროვოკაციებს არც საზღვრის დაცვის დეპარტამენტში გამორიცხავენ. თუმცა კი რუსეთის და საქართველოს მესაზღვრეები შეთანხმებულები არიან აქტიურ თანამშრომლობაზე, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლაზე და ერთმანეთს შორის, ეგრეთ წოდებული, ცხელი ხაზის ამუშავებაზე.
ძალაში რჩება ახლო მომავალში შატილში ქართველი და რუსი მესაზღვრეების ხელძღვანელი პირების შეხვედრის გეგმა, თითქოსდა, ურთიერთთანამშრომლობის გასააქტიურებლად, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, საფრთხე ასეთი შეხვედრებით დაიძლიოს. ფინანსთა სამინისტროს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია დავალება საშიშროების ზონაში გეგმიური სწავლების, კახეთი-2003 -ის, დასაფინანსებლად. ის საზღვრის დაცვის მეორე ეშელონის შექმნას ითვალისწინებს, რისთვისაც დაახლოებით 7 მილიონი ამერიკული დოლარია საჭირო.