დიდ ბრიტანეთში ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების აკრძალვის შემდეგ, მოხალისეებმა უკრაინაში ათასობით გამოუყენებელი ელექტრონული სიგარეტის ელემენტი გაგზავნეს, სადაც მათგან ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცებისთვის ელექტროდამტენებს ამზადებენ.
„ეს შეიძლება უკრაინისთვის ყველაზე მძიმე ზამთარი აღმოჩნდეს,“- შიშობს ნილ ჰაუერი, ფრონტის ხაზიდან ახლახან დაბრუნებული კანადელი სამხედრო კორესპონდენტი, რომელიც უკვე წლებია პოსტსაბჭოთა სივრცის სამხედრო კონფლიქტებს აშუქებს.
უკრაინა კორუფციულმა სკანდალმა შეძრა. მთავარი ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ენერგეტიკული სადგურების დაცვის საბაბით მილიონობით დოლარს ითვისებდნენ იმ დროს, როდესაც რუსული ბომბები უკრაინელებს სიცივესა და სიბნელეში ტოვებდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გასაპროტესტებლად წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის საელჩოებთან ხელოვნება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ვანდალიზმი გამოიყენეს.
POW - აწერია მაქსიმ ბუტკევიჩის შავ მაისურს. აბრევიატურა ნიშნავს Prisoner of War-ს, ომის ტყვეს. გასწვრივ კი ფრაზაა - „არ დავივიწყოთ ომის ტყვეები“. ვაცლავ ჰაველის პრემიის მფლობელი უკრაინელი უფლებადამცველი და ჟურნალისტი, ყოფილი ჯარისკაცი და ომის ტყვე ამ მაისურს ხშირად ატარებს.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ტომაჰავკის“ რაკეტები უნდა უკრაინაში შეჭრილ რუსის ჯართან საბრძოლველად.
ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ დაამტკიცა 5-წლიანი „თავდაცვის საგზაო რუკა“, რომელიც ითვალისწინებს „დრონების კედლის“ შექმნის გეგმებს. ეს კედელი სრულად ფუნქციური 2027 წლის ბოლოსთვის უნდა გახდეს.
როგორც ანალიტიკოსები სამხედრო რუკებისა და ფრონტზე არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე ასკვნიან, 2025 წელმა აჩვენა, რომ გარკვეული წინსვლის მიუხედავად, რუსეთი, სტრატეგიული თვალსაზრისით, ერთ ადგილს ტკეპნის. რას შეცვლის ზამთრის დადგომა?
უკრაინაში დაჭრილი კუბელები – ორი 19 წლის ახალგაზრდა, ალექს ვეგასი და ანდორფ ველასკესი – ჰყვებიან, როდის აღმოჩნდნენ რუსების მხარეს საბრძოლველად და როგორ.
მოსკოვში ჩატარებულ გამოფენაზე აჩვენეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელები. კრემლი ფხენიანის ჩართულობას ერთ დროს „ყალბ ამბებად“ მოიხსენიებდა.
ჩამოტვირთე მეტი