დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია საჭიროდ მიიჩნევს „შეაფასოს, როგორც მცდარი და პოლიტიკურად მიკერძოებული“ ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენება „პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ“, რომელიც წარმოდგენილი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX დახურულ ყრილობაზე 1956 წლის 25 თებერვალს.
ეს მოხსენება მიეძღვნა სტალინის პიროვნების კულტის, მასობრივი ტერორისა და 1930-იანი წლების მეორე ნახევრის - 1950-იანი წლების დასაწყისის დანაშაულების დაგმობას, რომლებშიც პირადად სტალინს დებდნენ ბრალს.
ხრუშჩოვის ეს მოხსენება ე.წ. „დათბობის“ დასაწყისად ითვლება.
გარდა ამისა, ყრილობამ 81 წლის გენადი ზიუგანოვი ხელახლა აირჩია რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ - ის ამ თანამდებობას 1993 წლიდან იკავებს.
თავად პარტიის ოფიციალური სახელწოდება შეიცვალა და ეწოდა „პოლიტიკური პარტია - რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია (ყოფილი პოლიტიკური პარტიის სახელწოდება იყო „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია“).
ფორუმი