Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჭრილი თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა „სტაბილურად მძიმეა“ - შსს


თორნიკე რიჟვაძე(ფოტო არქივიდან)
თორნიკე რიჟვაძე(ფოტო არქივიდან)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივლისს „საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა”.

შსს-ს თანახმად, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. შსს-ს ცნობითვე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი.

ტელეკომპანიების, „პირველის" და „მთავარი არხის" ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2018 წლის ივლისიდან.

რიჟვაძე თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა. მან გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

განახლება:

მოგვიანებით თორნიკე რიჟვაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მედიას განუცხადებს კლინიკაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG