საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მისეული მოდელი. უარს, როგორც გვახსოვს, შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ საყოველთაო-სახალხო მოძრაობის აგორების შესახებ შეთანხმება მოჰყვა და ასეთ ვითარებაში, სხვადასხვა მიზეზით, საპროტესტო გამოსვლების განწყობაზე სხვა ძალებიც მოვიდნენ. ვინ და რატომ იმუქრება საქართველოში საპროტესტო გამოსვლებით?
თბილისში, და არამარტო თბილისში, საპროტესტო გამოსვლებით სხვადასხვა ძალები სხვადასხვა მიზეზების გამო იმუქრებიან. მაგალითისთვის: ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის, ბასილ მკალავიშვილის, თანამებრძოლებმა სამშაბათისთვის გადადეს აქცია-მსვლელობა, რომელიც ორშაბათს რუსთაველის პროსპექტზე უნდა შემდგარიყო. ცნობილი მიზეზით, კერძოდ, ბაბტისტურ-ევანგელისტური და იეღოველთა ლიტერატურის განადგურების გამო, მკალავიშვილის ძებნაა გამოცხადებული. ამ რამდენიმე დღის წინ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ნოზაძემ მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მკალავიშვილის ადვოკატებმა თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს.9 ივნისს მკალავიშვილის მომხრეებიც სწორედ საოლქო სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ და პროცესის დაწყებას დაელოდნენ. თან იმუქრებოდნენ, რომ, თუ სასამართლო პროცესი მათთვის არასასურველი მიმართულებით განვითარდებოდა, თბილისის ცენტრში ფართომასშტაბიან მანიფესტაციას მოაწყობდნენ. მათ გვერდით იყო რამდენიმე პარლამენტარიც - მაგალითად, სანდრო ბრეგაძე და გურამ შარაძე, რომელმაც მკალავიშვილის საქართველოს პარლამენტში ხილვაც კი ისურვა. მაგრამ სურვილი ერთია, რეალობა - სხვა. მკალავიშვილის საქმეს სასამართლო სამშაბათს განიხილავს და ბასილის მომხრეებსაც საპროტესტო მანიფესტაციის გამართვა, შესაძლოა, სამშაბათსვე მოუხდეთ. მაინც, რამდენი კაცის მობილიზებას შეძლებენ ისინი, ძნელი სათქმელია. ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი თბილისის ქუჩებში 50 ათასი კაცის გამოყვანით იმუქრება. მომხრეთა ასეთი სოლიდური შემადგენლობის სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან მიყვანის გუნებ-განწყობაზე ის ედუარდ შევარდნაძის ორშაბათის განცხადებამ მოიყვანა - განცხადებამ იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ლეიბორისტების ინიციატივით პარლამენტში შეტანილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. პროექტი 2 პალატიანი პარლამენტის და მინისტრთა კაბინეტის შემოღებას ითვალისწინებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე კი შევარდნაძეს ასეთი იდეების რეალიზაცია მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამის გამო განაწყენებულ ლეიბორისტთა ლიდერს არ დაუკონკრეტებია როდის განახორციელებს კანცელარიის შენობასთან საკუთარი მომხრეების მობილიზებას. დაბოლოს, იმერეთის რეგიონში - კერძოდ, ქუთაისში - ხალხის ქუჩაში გამოსვლას ვარაუდობს თემურ შაშიაშვილიც, თუმცა არა რაიმე გარკვეული პოლიტიკური მოტივით:
[თემურ შაშიაშვილის ხმა] " ხომ არიან გადამხდელებიც. მე ვამბობ: გამორთეთ ის, ვინც არ იხდის, და არ გამორთოთ გადამხდელები. თუ ასე არ მოხდება, მთელი ქალაქი ქუჩაში გამოვა."
ასეთი საშიშროების პირობებში საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის დირექტორმა ამბერტო სოლისმა "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" 70 პროცენტიან შეზღუდვაში პოლიტიკური მოტივი გამორიცხა. ორშაბათს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იყო საქართველოს რიგი რაიონებისა და ქალაქებისათვის.