რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ჭიათურაში მოშიმშილე ორი მაღაროელის, ტარიელ მიქაცაძისა და მირზა ლოლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი დღეა, გართულდა. ისინი ე.წ. მშრალ შიმშილობაზე არიან და უარს ამბობენ სამედიცინო დახმარებაზე.
„ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს ცვლილებებს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ გამოძიებაში მონაწილის ვინაობას დაფარავს, შესაძლოა, სამუდამოდაც.
ბრიტანეთის მოქალაქეს, ბელა მეი ქალის (Bella May Culley) 19 წელი მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შეუსრულდა. ის ჯერ კიდევ 18 წლის იყო, მაისის დასაწყისში პოლიციამ თბილისის აეროპორტში რომ დააკავა. მას ბარგში 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“ აღმოუჩინეს.
26 ივნისს გარდაიცვალა პროევროპულ აქციებზე დაკავებული მსახიობის, ონისე ცხადაძის მამა, გელა ცხადაძე. ის მესამე მშობელი გახდა ბოლო ექვს თვეში, რომელიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულებმა დაკარგეს.
ამ სტატიაში ნახავთ რამდენიმე მაგალითს, თუ რატომ თვლიან იურისტები, უფლებადამცველები და აქტივისტები, რომ ქვეყანაში მოქმედებს დანაშაულის დასჯის უსამართლო, ფასადური სისტემა, რომელიც აშინებს ხალხს და ახშობს პროტესტს.
საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, საქართველოში 3 914 000 ადამიანი ცხოვრობს.
შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების რიგში ახლა უკვე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი ჩადგა. სადავო პარლამენტი გეგმავს, რომ ცვლილებები დაჩქარებულად განიხილოს.
სამოქალაქო აქტივისტისა და მასწავლებლის, ნინო დათაშვილის ადვოკატმა 23 ივნისს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილება - მოსამართლემ 21 ივნისს ნინო დათაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
უკრაინაში დაღუპული 22 წლის დემეტრე დარჩიას ცხედარი საქართველოში 20 ივნისს, გამთენიისას ჩამოასვენეს.
შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოდან საზღვრის კვეთისას გაგაჩეროთ მესაზღვრემ, გითხრათ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გაქვთ გადასახდელი და ამის გამო ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მოგცეთ?
რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლისას დაიღუპა 32 წლის უკრაინელი მსახიობი იური ფელიპენკო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ბოლო ორი დღეა განიხილავენ იმ ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმეებს, რომელთა წინააღმდეგაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება შსს-მ ფეისბუკის სტატუსების გამო წამოიწყო.
გასულ კვირაში, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო, როგორც ცალკე სტრუქტურა, აღარ არის საჭირო და ის სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს უნდა შეუერთდეს.
საქართველოში დასაქმებული ქალების 27% და კაცების 18% ამბობს, რომ სამსახურში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ასეთია გაეროს ქალთა ორგანიზაციის გამოკვლევის შედეგები.
ბოლო 15 თვეში საქართველოში 229 ბავშვი გახდა სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი, მათგან 43 გააუპატიურეს, 6 - მხოლოდ აპრილში.
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მიუხედავად ხელისუფლების განცხადებებისა, რომ სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია, ბავშვთა სიღარიბე, სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრება, ბავშვთა უფლებების უგულებელყოფა ისევ მნიშვნელოვნად გამოწვევად რჩება.
28 მაისს ზუსტად ექვსი თვე შესრულდა რუსთაველზე, ყოველდღიური პროტესტის, პროევროპული აქციების დაწყების დღიდან. ამ დრომდე, არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში, აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.
„დედა ტირის... დედა ტირის“, - 2 წლის სოფია პირზე აფარებს ხელს დედას, კალთაში უძვრება და თან შეწუხებული იმეორებს - „დედა ტირის, ნუ ტირის დედა“.
პროევროპულ აქციებზე "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" გამო დაჯარიმებული მოქალაქეები ამბობენ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მათი ანგარიშების დაყადაღება დაიწყო. ბოლო დღეებია, ისინი ანგარიშების დაბლოკვის შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებენ.
საქართველოს პროკურატურამ ოთხ არასრულწლოვანს წარუდგინა ბრალი 16 მაისს გორში ჯგუფურად ცემის ფაქტზე. დაზარალებულებიც არასრულწლოვანები არიან.
ჩამოტვირთე მეტი