რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
მას შემდეგ, რაც პარლამენტი შსს-ს წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას დაამტკიცებს და ეს სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოხდება, წიწაკის სპრეის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუკი მაღაზიაში სპეციალურად თქვენს სახელზე შს სამინისტროს გაცემულ ცნობას წარადგენთ.
64 წლის ფატი ბაგრატიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის საბაბით, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ორი კვირის წინ, ოქტომბრის ბოლოს, ყოფილ ცოლს, ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, 11 ჭრილობა მიაყენა, ჯერაც თავისუფალია. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ექიმებმა გადაარჩინეს. ის მკურნალობას განაგრძობს და ადვოკატს ეუბნება, რომ თავს დაუცველად გრძნობს.
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერს, 54 წლის მანანა გიორგობიანს, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა. ეს ბრძანება საპატრიარქომ 5 ნოემბერს, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც არქიმანდრიტი საპატრიარქოში შეხვდა პატრიარქის მოსაყდრე შიოს, პატრიარქის ქორეპისკოპოს თეოდორესა და პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს.
„დღისით ნაკლებად, მაგრამ საწოლში რომ ჩავწვები, მეწყება საშინელი ქავილი“... „თითებს შორის დამსკდარი მაქვს კანი, იდაყვებზეც, მთლიანი ტანი მექავება, მირჩიეთ რამე“... „ეს ბოლო დღეებია, გვიან ღამით მეწყება სხეულის ქავილი“... „ჩემს შვილს ჰქონდა მუნი, მთელმა ოჯახმა ვიმკურნალეთ“...
ნარკოდანაშაულში ბრალდებული, 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ბელა მეი ქალი, რომელიც 8 თვის ორსულია, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, გასული კვირის ჩათვლით, თბილისის პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო სამსახურში გამოჰკითხეს ისინი, ვინც საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსსა და მის თანამშრომლებს ძალადობის გამო უჩივიან.
48 წლის თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანაზე ასვლის გამო, ხულიგნობის მუხლით, სისხლის სამართლის წესით დააკავეს, ბრალის წარდგენას ახლა იზოლატორში ელოდება.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს გადაეცა სახაროვის პრემია, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა.
სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა - ეს ის ძირითადი დანაშაულებია, რომლებსაც გამოძიება 4 ოქტომბრის საქმეებზე დაკავებულ 41 ადამიანს ედავება.
31 წლის მკლავჭიდელი ქალის, ხატია ვიბლიანის ნაცემი მოზარდის ოჯახი სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემას სთხოვს.
თბილისის აეროპორტში ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით დაკავებული 19 წლის ბრიტანელი ბელა მეი ქალი შვილს დეკემბერში ელოდება. ოჯახს იმედი აქვს, რომ მას მშობიარობა ციხეში არ მოუწევს და მანამდე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების დასრულებას მოახერხებს. ბელა მეის ახლობლები გიროს თანხას აგროვებენ.
დავით გოგობერიშვილი, გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი, რომელმაც პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის შემდეგ თანამდებობა დატოვა, 7 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე, გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ისანში, საცხოვრებელი კორპუსის ძირში, სათამაშო მოედანზე, მეზობლებმა სამი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანის, ცხედარი აღმოაჩინეს. შსს დღემდე დუმს იმის შესახებ, თუ რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება - იყო ეს თვითმკვლელობა თუ მკვლელობა.
ტრაგედია მოხდა თბილისში - საცხოვრებელი კორპუსის 22-ე სართულიდან ოჯახის სამი წევრი გადმოვარდა. პოლიცია ჯერჯერობით ვერ ამბობს, რა მოხდა, მეზობლების მონაყოლი კი ბევრ კითხვას ბადებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებს რამდენიმე აქტივისტი ძალადობაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. საჩივარი პროკურატურაში დღეს, 3 ოქტომბერს შევიდა.
საქართველოში დასაქმებული სუროგატი დედების თანხების მითვისების ფაქტზე სამართალდამცავებმა დააკავეს კომპანია შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანი. კომპანიის კიდევ ერთ დამფუძნებელს, უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
„ნინი დიდია, 5 წლისაა. დედა კარგად ახსოვს, კითხულობს, ენატრება. წუხელაც მთხოვა მისი ფოტო. უმცროსი ორის გახდა, დედას ხშირად ახსენებს, დედა ინდა, დედა ინდა... ასე იცის თქმა“, - ასმათ მეტრეველმა, სასტიკად მოკლული 25 წლის ქალის დედამ, სასამართლოს დარბაზში მოისმინა მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
ჩამოტვირთე მეტი