ანსამბლი წერს, რომ მისმა ამ განცხადებამ, რომელიც, თავის მხრივ, აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტით ანსამბლის წევრებს შორის გაჩენილი უკმაყოფილებით იყო გამოწვეული, სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან.
"გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს", - ნათქვამია სუხიშვილების განცხადებაში.
"ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, დიდება უფალს! ჩვენი დასი ემიჯნება იმ სიტყვას, რომელიც აქ გაჟღერდა, რომელიც მკრეხელური იყო, ჩვენი გაგებით. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო: ენა, მამული, სარწმუნოება..." - თქვა ნინო სუხიშვილმა 25 მაისს Tbilisi Open Air-ის სცენაზე სუხიშვილების გამოსვლამდე. მისმა ამ განცხადებამ ფესტივალის დამსწრეებს შორის დაბნეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია. ანსამბლმა ამ დღეს კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის სცენაზე "ხორუმი" შეასრულა.
აჩიკო გულედანის სიმღერა, რომელსაც ანსამბლი ახსენებს, Green Room-ის 2013 წლის კომპოზიციაა, სახელით MAMA; ამ სიმღერაში ნახსენებია კრემლი, სტალინი, შავი ჯიპები და ჯვარი.
Tbilisi Open Air-ის დევიზი წელსაც ტრადიციულად იყო "მუსიკა ათავისუფლებს". ესაა ინკლუზიაზე, თავისუფლებასა და განსხვავებულთა კოლაბორაციებზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია, გარდა მუსიკალური ფესტივალისა, პერიოდულად დამოუკიდებელ მუსიკალურ პროექტებსაც ახორციელებს.
2025 წელს, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ფესტივალს სრულად ქართული პროგრამა ჰქონდა, რომლის ნაწილიც იყო კოლაბორაციები ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან. "მწვანე ოთახი" 25 მაისს გიული ჩოხელთან კოლაბორაციით წარდგა აუდიტორიის წინაშე.
ფორუმი