მატარებელს 2 მლ აშშ-დოლარის ღირებულის ტვირთი მოაქვს. მათ შორის - მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო მანქანები და სამშენებლო მასალები.
საქონლის ტრანსპორტირებისას გამოიყენება მულტიმოდალური სქემა: „რკინიგზა - ზღვა - რკინიგზა“, მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 18 დღეა.
შემადგენლობა ყაზახეთს გაივლის, სადაც ტვირთი აქტაუს პორტში ბორანზე გადაიტვირთება, შემდეგ გაივლის კასპიის ზღვას, საიდანაც ჩავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რის შემდეგაც საქართველოში, თბილისსა და ფოთში სარკინიგზო გზით ჩამოვა.
ამჟამად, ჩინეთ-ევროპის საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების სექტორი 58 ტრანსსასაზღვრო მარშრუტს მოიცავს, რომლებიც უჰანს ევრაზიის კონტინენტის 40 ქვეყნის 120 ქალაქთან აკავშირებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ჩინური საქონლის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32%-ით გაიზარდა და 555.5 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საქართველოდან ექსპორტი 10%-ით გაიზარდა და 86.8 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.
ფორუმი