ცეცხლაძის თქმით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები „გაუმართლებელ დაბრკოლებებს“ აწყდებიან საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ის, რასაც იგი „დისკრიმინაციულ პრაქტიკად“ მიიჩნევს და გაამარტივოს პროცედურა.
„მანამ, სანამ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, პოლიტიკური სპექტრი არ იქნება დაინტერესებული საქართველოში ქართველების ინტეგრაციით, ჩვენ არ ჩავატარებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს“, - თქვა მან.
ცეცხლაძემ დასძინა, რომ თბილისში მისი დაგეგმილი სამუშაო ვიზიტიც გაუქმდა:
„ჩვენ უარს ვამბობთ ამ ვიზიტზე, რამეთუ ვთქვით, რომ არავისთან გვაქვს სასაუბრო მანამ, სანამ არ იქნება გადაწყვეტილი ეს პრობლემა. ქართველები და საქართველო - ეს არის ერთი ორგანიზმი. არავის - არანაირ კომისიას, არანაირ მთავრობას, არანაირ პრეზიდენტს - არ აქვს უფლება, უარს ეუბნებოდეს ქართველს, რომელსაც აქვს სურვილი, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, შესაბამისი მოთხოვნებით ოფიციალური მიმართვა გაიგზავნა რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელთან, მამუკა მერკვილაძესთან.
მამუკა მერკვილაძე 2021 წლიდან 2024 წლის მარტამდე ქართული დიასპორის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო, - ცეცხლაძის მოადგილე.
ფორუმი