ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
4 ოქტომბერს მსოფლიოს კინოს მუზეუმებში მარლენ ხუციევის დაბადების 100 წლისთავს აღნიშნავენ და უჩვენებენ მის ახლახანს აღდგენილ ფილმს „ივლისის წვიმა“, რომელიც სრული სახით უცხოეთში პირველად 4 წლის წინ, კანის ფესტივალის კლასიკური კინოს პროგრამაში ნახეს.
მას შემდეგ, რაც 2025 წლის თებერვალში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში მუსიკალური კონკურსის, “ინტერვიზიის” მოწყობის შესახებ, კონკურსის მთავარმა პარტნიორმა, სააგენტო “ტასმა” განაცხადა რომ “ინტერვიზიას” არც მეტი, არც ნაკლები… 4 მილიარდი მაყურებელი ეყოლება (“ევროვიზია” 166 მილიონმა ნახა).
11 სექტემბერს მსოფლიომ დიდი ესტონელი კომპოზიტორის, არვო პიარტის იუბილე აღნიშნა - მაესტროს 90 წელი შეუსრულდა. იზორითმია, მინიმალიზმი, სერიულობა, კოლაჟურობა...
2 დღე გავიდა კლაუდია კარდინალეს გარდაცვალებიდან, მაგრამ ინტერნეტში უწყვეტად ჩნდებიან დიდი მსახიობის ახალი და ახალი სურათები. გეგონება, რომ ფოტოს გადაღება მისი მთავარი გატაცება იყო ცხოვრებაში.
6 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურა ვენეციის კინობიენალე - ყველაზე ძველი ფესტივალი, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში მუსოლინის ხელშეწყობით დაიბადა.
მეგონა უფრო მეტი ხმაური მოჰყვებოდა ქართველების სოფია ლორენთან დანათესავებას. ეჭვი მაქვს, სოფია არა „იტალიელი დედამთილის“, არამედ „იტალიელი სიდედრის“ როლში რომ გვენახა, ჟივილ-ხივილს კიდევ დიდხანს გავაგრძელებდით.
მოსკოვის მერია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო წელს მეორედ აწყობს ფესტივალს, რომელსაც „კინოს საერთაშორისო კვირეული“ უწოდეს.
კოვიდის პანდემიამ ერთი სიმბოლო დაგვიტოვა - სამედიცინო ნიღაბი, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, უმალვე გაითავისა ბაზარმა; ცნობილმა ბრენდებმა პირბადეების კერვა დაიწყეს და ამ ბიზნესმა ვიღაცები კიდევ უფრო გაამდიდრა.
ლოკარნოს კინოფესტივალი 17 აგვისტოს ქართველი კინემატოგრაფისტების გამარჯვებებით დასრულდა.
გასულ წელს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი კინაღამ დროზე ადრე დასრულდა იმის გამო, რომ პროგრამაში იყო ანასტასია ტროფიმოვას ფილმი „რუსები ომში“.
ელდარ შენგელაიას გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში უკვე მერამდენედ გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები ქართველი კინემატოგრაფისტების მიმართ, ფანტასტიკური ისტორიები ქართული კინოს კლასიკოსებზე, რომელთაგანაც 1991 წლის დეკემბერში ზოგი „ავტომატებით შეიარაღებული“ ნახეს თურმე.
10 წლის წინ კინომცოდნე ოლიკო ჟღენტმა ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ წარადგინა თავისი წიგნი „ბათუმი კინოში“. ამ გამოცემაში აისახა ცნობები იმ ფილმებზე, რომლებიც აჭარის დედაქალაქში 1918-2012 წლებში გადაიღეს.
“ძალიან ჭკვიანი ბიჭი ჩანს! - უთქვამს ბავშვზე ახალდაბადებული ელდარის ბიძას 1933 წლის 26 იანვარს. - დააკვირდით, სულ იფურთხება. ეტყობა მიხვდა, რა ქვეყანაშიც დაიბადა”.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული ახალგაზრდებისთვის პირადად და „შვილის“ ეპიზოდის გადაღებისას არაერთხელ მიკითხავს, რატომ გადაწყვიტეს ცხოვრება იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს? ნუთუ არ გააჩნიათ ამის გამო უხერხულობის გრძნობა?
უილემ დეფოს, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ მსახიობს, 70 წელი შეუსრულდა. დეფოს ფოტოებს, კადრებს ფილმებიდან მსახიობის მონაწილეობით, ამ დღეებში აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნების მაყურებლები აზიარებენ.
ქვეყანაში, სადაც არსებობს კულტურა (თუნდაც საგანგებოდ მიღებული კანონებით დაცენზურებული) კალათბურთელ გიორგი ცინცაძის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა ღირსების პრემიით თავისი გუნდის დაჯილდოებაზე, ხელოვნება აუცილებლად გამოხმაურებოდა.
მას შემდეგ, რაც სოფია ლორენი დაგვინათესავდა, ერთი კითხვა არ მასვენებს - რას ელოდება „ნეტფლიქსი“? აქამდე რატომ არ დაინტერესდა „მამა სოფიას“ ბიოგრაფიით? კი, იტალიაში წლებია უკვე ასე იხსენებენ სოფია ლორენს - „მამა სოფია“.
ჩამოტვირთე მეტი