Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უკვეთს რეკლამას პროსახელისუფლებო და ოპოზიციურ ტელევიზიებს - კომპანიები და მფლობელები


„იმედს“ 14,4 მლნ-ის რეკლამა შეუკვეთეს, "ტვ პირველს" - 1,3 მლნ-ის, "ფორმულას" კი - 0,8 მლნ ლარის.
„იმედს“ 14,4 მლნ-ის რეკლამა შეუკვეთეს, "ტვ პირველს" - 1,3 მლნ-ის, "ფორმულას" კი - 0,8 მლნ ლარის.

კომუნიკაციების კომისიამ (ComCom-მა) დღეს, 3 დეკემბერს, გამოაქვეყნა 2025 წლის III კვარტალში ქართული ტელევიზიების ყველაზე მსხვილი „დამფინანსებლების“ - რეკლამის დამკვეთების - ათეული.

მესამე კვარტალში - ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში - ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან, ჯამში, 29,3 მილიონი ლარი მიიღეს.

კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს იმ ექვსი ტელევიზიის უმსხვილეს დამკვეთებს, რომლებმაც ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს რეკლამებიდან.

ექვსეულში პირველ ოთხ ადგილს იკავებენ პროსახელისუფლებო ტელევიზიები: „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტვი“ და „ჯიდიესი“; მეხუთე-მეექვსე ადგილებზე კი ოპოზიციური „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ არიან.

ComCom-ის დღეს გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არ ჩანს სარეკლამო შემოსავლების ზუსტი ოდენობა, მხოლოდ თანხების შუალედია მითითებული - ოთხ კატეგორიად:

  • 500 000 ლარზე მეტი;
  • 100 000-დან 500 000 ლარამდე;
  • 50 000-დან 100 000 ლარამდე;
  • 7 000-დან 50 000 ლარამდე.

რაც შეეხება თითოეულ ტელევიზიას, სურათი ასეთია:

„იმედი“

„ტელეიმედის“ რეკლამის დამკვეთი კომპანიები, რომლებმაც III კვარტალში მაუწყებელს 500 000 ლარზე მეტი გადაუხადეს, იყვნენ:

  • „მეამა“ - კომპანიის 90%-ს ფლობს ბიზნესმენი სულიკო ვარსემაშვილი;
  • „სმარტ კაპიტალ ქონსალთენსი- ჩხარტიშვილების ოჯახის „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია;
  • „ორბი ჯგუფი მილენიუმ“ - „ორბი ბათუმის“ შვილობილი კომპანია („ორბი ჯგუფი ბათუმის“ მფლობელი ზაზა ზოიძეა).

100 000-დან 500 000 ლარამდე:

  • კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ - თემურ ჭყონიას კომპანია;
  • „ვიმ ბილ დან საქართველო“ - ფლობს რუსული „ვიმ ბილ დანი";
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
  • პსპ ფარმა“ - 95%-ს ფლობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი;
  • ცესკო;
  • „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ - ფლობს Rissa Investments Limited-ი, 7%-ს სახელმწიფო;
  • ნესტლე საქართველო“ - შვეიცარიული „ნესტლეს“ (CHE) შვილობილი.

„რუსთავი 2“

500 000 ლარზე მეტი:

  • „მეამა“

100 000-დან 500 000 ლარამდე:

  • ორბი ჯგუფი მილენიუმი“;
  • კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“.

50 000-დან 100 000 ლარამდე:

  • ავერსი ფარმა“ - (ფლობენ ბიზნესმენები პაატა და ნიკოლოზ კურტანიძეები);
  • ვიმ ბილ დან საქართველო“;
  • „აიდიეს ბორჯომი თბილისი“.

7 000-დან 50 000 ლარამდე:

  • პსპ ფარმა“;
  • ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ - კახა ოქრიაშვილის კომპანია;
  • მაგთიკომი“ - ფლობს ამერიკაში რეგისტრირებული ორი კომპანია, „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის“ (51%) და „ტელსელ უაერლეს კომპანი“ (49%), რომელიც დაკავშირებულია ბიზნესმენ გია ჯოხთაბერიძესთან;
  • ცესკო.

GDS

500 000 ლარზე მეტი:

  • მეამა“;
  • „სმარტ კაპიტალ ქონსალთენსი“.

100 000-დან 500 000 ლარამდე:

  • „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“

7 000-დან 50 000 ლარამდე:

  • „ვიმ ბილ დან საქართველო“;
  • „აიდიეს ბორჯომი თბილისი“;
  • „GlaxoSmithKline Consumer Healthcare Sp. z o.o“ - ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია (აწარმოებს კბილის პასტა პაროდონტაქსს);
  • „კოლგეიტ პალმოლივი“;
  • „ლაქტალის ჯორჯია“ - საერთაშორისო „ლაქტალისის“ შვილობილი;
  • „ნესტლე საქართველო“;
  • „იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო“ (ყავის მწარმოებელი).

„პოსტივი“

500 000 ლარზე მეტი:

  • „მეამა“

100 000-დან 500 000 ლარამდე:

  • „ბუმბა“ - ფლობს გიორგი ჯამრიშვილი;
  • „ჯეოკეპ“ - ამ ფირმის საბოლოო ბენეფიციარიც გიორგი ჯამრიშვილია;
  • „ვისოლ ავტო ექსპრესი“ - ფხაკაძეების „ვისოლის“ შვილობილი;
  • „ბუნებრივი აირი“ - შოთა და დავით დემინაშვილების კომპანია;
  • „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KWT) - ფლობს ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე;
  • „სტერეო +“ - „ევროპელი სოციალისტების“ ყოფილი დეპუტატის, დავით ზილფიმიანის ოჯახის კომპანია.

50 000-დან 100 000 ლარამდე:

  • „შპს სოლუშენ გრუპი“;
  • „ტიფლის ფაბი“ - ირაკლი კოტეტიშვილი (რესტორნების ქსელი).

7 000-დან 50 000 ლარამდე:

  • „ჩემი ნენა“ - ფლობს ზურაბ ჩხაიძის KWT

"ტელეკომპანია პირველი"

500 000 ლარზე მეტი „ტვ პირველზე“ რეკლამაში მესამე კვარტალში არავის დაუხარჯავს.

100 000-დან 500 000 ლარამდე:

  • „შპს მერკადო“ - კომპანიის 63%-ს ფლობს „კეპლერ ინვესტმენტსი“, რომლის მფლობელიც პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილია;
  • „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“.

50 000-დან 100 000 ლარამდე:

  • „პსპ ფარმა“;
  • „გეოპლანტი“ - კომპანიის 28,3-28,3 პროცენტს ფლობენ ბადრი ჯაფარიძე და „ხაზარაძე ჰოლდინგი“.

7 000-დან 50 000 ლარამდე:

  • „ალტა რითეილი“ - „ალტას“ შვილობილი ფირმა;
  • „ვაზისუბნის მამული“ - ბადრი ჯაფარიძე და „ხაზარაძე ჰოლდინგი“;
  • „პირველი მეღვინეობა“ - 70%-იან მფლობელად რეგისტრირებულია "ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის დედის, ნანული ხუნდაძის კომპანია „სამგორი 94“;
  • „სილქნეტი“ - კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი;
  • „ეკო ინვესტი“ - მფლობელია საქართველო-სლოვაკეთის ორმაგი მოქალაქე ნოდარ გიორგაძე ("ჯინო ჰოლდინგის" პრეზიდენტი);
  • „ნოვა“ - სამშენებლო და სარემონტო პროდუქტების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია, ჰყავს 5 მფლობელი.

„ფორმულა“

500 000 ლარზე მეტი არც „ფორმულაზე“ არ დაუხარჯავს რომელიმე კომპანიას რეკლამაში.

100 000-დან 500 000 ლარამდე:

  • „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“

50 000-დან 100 000 ლარამდე:

  • „გეოპლანტი“;
  • „ვაზისუბნის მამული“;
  • „პსპ ფარმა“.

7 000-დან 50 000 ლარამდე:

  • „თიბისი ბანკი“;
  • „მერკადო“;
  • „მაგთიკომი“;
  • „ელდრაივი“ - სომხეთში რეგისტრირებული „სოლარავტოს“ (შემოჰყავს BYD-ის მანქანები) შვილობილი კომპანია;
  • „პრო მედია“ - სარეკლამო კომპანია, რომლის მფლობელია მაია მეტრეველი;
  • ცესკო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG