ირანი არ არის დარწმუნებული, შეუძლია თუ არა ენდოს შეერთებულ შტატებს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მას შემდეგ, რაც ისრაელმა ქვეყანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, - ამის შესახებ განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პარასკევს NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მიღწევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დადგენილ ორკვირიან ვადაში, არაღჩიმ უპასუხა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული „გამოავლინოს თავისი მტკიცე გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მისაღწევად“.
თუმცა მანვე ივარაუდა, რომ ვაშინგტონი შესაძლოა არ იყოს რეალურად დაინტერესებული დიპლომატიით და მოლაპარაკებები ისრაელის საჰაერო თავდასხმის „საფრად“ გამოიყენა.
„ჩვენ არ ვიცით, როგორ შეგვიძლია მათი ნდობა. ის, რაც მათ გააკეთეს, სინამდვილეში, დიპლომატიის ღალატი იყო“, - თქვა არაღჩიმ ინტერვიუს დროს, რომელიც ჟენევაში, ევროპელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარდა.
არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა ჯერ ისრაელმა ირანზე საჰაერო თავდასხმები უნდა შეწყვიტოს.
ფორუმი