Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში ევროპელ კოლეგებს ხვდება


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი

ჟენევაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურს შორის.

შეხვედრამდე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამიმ, განაცხადა, რომ „ახლა არსებობს ფანჯარა“ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის კრიზისის დასასრულებლად, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე მინიშნება იყო, რომ ის დიპლომატიას ორ კვირას მისცემს ირანზე აშშ-ის დარტყმის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ირანისთვის ამზადებენ კომპლექსურ დიპლომატიურ წინადადებას, რომლის მიზანიც ისრაელთან კონფლიქტის ესკალაციის შეჩერებაა. მაკრონმა თქვა, რომ აუცილებელია ირანთან შინაარსიანი მოლაპარაკებების აღდგენა.

ეს არის პირველი დადასტურებული პირისპირ შეხვედრა დასავლელ და ირანელ ოფიციალურ პირებს შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, თუმცა ექსპერტები არ ელიან, რომ ამ შეხვედრას შეიძლება სწრაფი გარღვევა მოჰყვეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG