Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა

რომეო მიქაუტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, პირველი მოადგილე კი 2022 წლის 30 დეკემბრიდან გახდა. ის ამ პოსტს 2024 წლის 11 თებერვლამდე იკავებდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

სუსის მტკიცებით რომეო მიქაუტაძე 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე, როდესაც მას სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, თანამდებობრივ გავლენას “სანაცნობო წრისა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად.” სუსი აცხადებს, რომ სანაცვლოდ რომეო მიქაუტაძე ენერგო კომპანიებში, ჰესებში, საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა, თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.

“აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ.მ-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო. ამასთანავე, რ.მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის, ან უპირატესობის მისაღებად სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“,- აცხადებენ სუსში.

რომეო მიქაუტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, პირველი მოადგილე კი 2022 წლის 30 დეკემბრიდან გახდა. ის ამ პოსტს 2024 წლის 11 თებერვლამდე იკავებდა.

მინისტრის მოადგილის დაუსაბუთებელი ქონება
please wait

No media source currently available

0:00 0:19:46 0:00

ფორუმი

XS
SM
MD
LG