Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჰაერო ძალების მეთაური: უკრაინამ ჩამოაგდო რუსეთის Су-34 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი


Су-34 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები
Су-34 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები

უკრაინის არმიამ ჩამოაგდო რუსეთის Су-34 ტიპის კიდევ ერთი საბრძოლო-ბომბდამშენი თვითმფრინავი - წერს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ტელეგრამით 27 თებერვალს.

"მინუს ერთი Су-34 აღმოსავლეთის მიმართულებით", - დეტალების დაკონკრეტების გარეშე ამბობს გენერალი მიკოლა ოლეშჩუკი.

რუსეთს არ გაუვრცელებია განცხადება უკრაინული მხარის მიერ გამოქვეყნებულ ამ ცნობაზე, რომლის დამოუკიდებლად გადამოწმება ჯერჯერობით არ ხერხდება.

ოლეშჩუკი 21 თებერვალსაც აცხადებდა Су-34 ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. არც ამ ცნობის დამოუკიდებლად დადასტურება არ იყო შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG