Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იუწყება რუსეთის კიდევ ერთი გამანადგურებლის ჩამოგდებას


SU-34 გამანადგურებლის ნამსხვრევები. 6 აპრილი, 2022 წელი.
2024 წლის 17 თებერვალს უკრაინის არმია აცხადებს, რომ რუსეთის კიდევ ერთი SU-34 ჩამოაგდო
SU-34 გამანადგურებლის ნამსხვრევები. 6 აპრილი, 2022 წელი. 2024 წლის 17 თებერვალს უკრაინის არმია აცხადებს, რომ რუსეთის კიდევ ერთი SU-34 ჩამოაგდო

უკრაინის არმია აცხადებს, რომ რუსეთის კიდევ ერთი გამანადგურებელი ჩამოაგდო.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ეს იყო SU-34 გამანადგურებელი-ბომბდამშენი. გარდა ამისა, არმიამ მოსპო თორმეტი რუსული დრონი და ფრთოსანი რაკეტა.

რუსეთმა ღამით დაბომბა უკრაინის აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კრამატორსკში, სლოვიანსკში და კუპიანსკში. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG