Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციაზე მოქალაქემ „ქართული ოცნების“ დროშები დაწვა


დემონსტრანტმა „ქართული ოცნების“ დროშები დაწვა.
დემონსტრანტმა „ქართული ოცნების“ დროშები დაწვა.

დღეს საღამოს, 26 მაისს, საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ „ქართული ოცნების“ ლურჯ დროშებს ცეცხლი წაუკიდა და დაწვა.

მისი ვინაობა უცნობია - მას სახე დაფარული ჰქონდა.

  • დემონსტრაციებზე სახის დაფარვა 2024 წლის დეკემბრიდან აკრძალულია, თუმცა შემზღუდავი კანონების მიღების შემდეგ, დაჯარიმების რისკის გამო დემონსტრანტების ნაწილი დაფარული სახით მონაწილეობს აქციებში.

მოქალაქეს ორი ლურჯი დროშა ეჭირა ხელში - ერთზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი 41 იყო გამოსახული, მეორეზე კი - პარტიის ლოგო და დასახელება.

დროშის დაწვას სხვა დემონსტრანტების შეძახილები მოჰყვა.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე, გაიმართა 26 მაისის აღსანიშნავად საპროტესტო დემონსტრაციები.

დასკვნით ეტაპზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ.


აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG