ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.
“მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი უიმედოდაა. მაგრამ ვშიშობ, რომ ტრამპი შესაძლოა ისევ დაუბრუნდეს თავის ძველ პოზიციას: „ზელენსკი არის მთავარი პრობლემა, არ ყაბულდება იმას, რასაც ვაძლევთ, ამიტომაც არ გვაქვს მშვიდობა“. ეს კატასტროფა იქნებოდა.”
„პირველად, ათწლეულზე მეტის შემდეგ, ჩნდება პერსპექტივა, რომ აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი ინტერესი ჰქონდეს”, - ეუბნება ნილ მელვინი, ლონდონის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების დირექტორი რადიო თავისუფლებას.
„დიდი ალბათობით, მივდივართ იმ ტიპის გარიგებისკენ, რომელიც თქვენ – ქართველებმა – ძალიან კარგად იცით, როგორ მთავრდება“, - რადიო თავისუფლება ესაუბრა ჯონ ფორმანს, დიდი ბრიტანეთის ყოფილ თავდაცვის ატაშეს მოსკოვსა და კიევში.
“მიუხედავად იმისა, რას იზამდა საქართველო, ეს [ომი] ალბათ მაინც მოხდებოდა”, - ეუბნება პენტაგონთან არსებული თანამედროვე ომის ინსტიტუტის (West Point) ყოფილი დამფუძნებელი დირექტორი, გადამდგარი პოლკოვნიკი ლაიამ კოლინსი რადიო თავისუფლებას აგვისტოს ომზე საუბრისას.
„უკრაინის დემოკრატიის დაცვა სერიოზული დარტყმა იქნებოდა ჩინეთის ამბიციებზე ევრაზიაში… ტრამპს კი რატომღაც ჰგონია, რომ რუსეთთთან ერთად შეძლებს ჩინეთთთან დაპირისპირებას… რუსეთი დღეს ჩინეთის ვასალია“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ამერიკელი ჟურნალისტი ქრისტიან ქარილი.
ვლად ზადორინმა, კუნძულ ზმეინიდან, რუსულ ტყვეობაში წამებით, შიმშილით, ძალადობითა და შეურაცხყოფით სავსე 679 დღე გაატარა.
„ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს სურს იყოს იქ, სადაც თავს სახლში გრძნობს — და ევროპა ჩვენი სახლია.“
საქართველო და სერბეთი, ორი ქვეყანა, ერთი გამოწვევა - ავტოკრატიული დღის წესრიგი და ორნაირად აღქმული მოსკოვის აჩრდილი - სერბი ანალიტიკოსი ალექსანდარ ჯოკიჩი რადიო თავისუფლებასთან ქართულ და სერბულ პროტესტებზე საუბრისას განიხილავს პარალელებსა და მსგავსებებს.
„ეს განხეთქილება სსრკ-ის დაშლის დღიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება“, — ამბობს აზერბაიჯანელი იურისტი, უფლებადამცველი და ავტორი ასლან ისმაილოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომელშიც ის რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებაზე, კრემლის ბერკეტებზე და ალიევის ურყევ პოზიციაზე საუბრობს.
„[ქართული ოცნების] კომეტა ბევრად სწრაფად და ბევრად ღრმად ეცემა... და ის ფსკერიც კი არ ჩანს, რომელსაც უნდა დაენარცხოს.“ — ასე აფასებს საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ტრაექტორიას თომას ო. მელია, ამერიკელი დიპლომატი და დემოკრატიის ვეტერანი მხარდამჭერი.
„ჩვენ გვწამს მშვიდობა შიშით, იმიტომ, რომ დავამტკიცეთ: შიში მუშაობს“ - ასე შეაჯამა რუსეთის საგარეო პოლიტიკა დმიტრი მედვედევმა სულ ახლახან.
რუსეთზე უპრეცედენტო "დრონული" შეტევების სერიის – უკრაინული ოპერაცია „ობობას ქსელის” – შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება კრემლსა და მის ლიდერზე იყო მიპყრობილი: როგორ უპასუხებს ამ „შეურაცხყოფას“ პუტინი?
„ეს უდავოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე გაბედული, მეტიც, თავხედური იერიში დრონებით, რაც კი ოდესმე გვინახავს. ეს აჩვენებს, რომ ომში სიურპრიზი, მეტოქის გაოცება კვლავაც შესაძლებელია – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საპირისპიროს ამტკიცებს...
„საქმე ის არაა, რომ უკრაინას კოზირები არ უჭირავს — უბრალოდ, მას სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა ბრძოლისა. დანებება ნიშნავს სიკვდილს. ნიშნავს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, აღსასრულს,“ — ეუბნება ანტონ შეხოვცოვი, ავსტრიაში მცხოვრები უკრაინელი პოლიტოლოგი რადიო თავისუფლებას.
„მეგობრობა არ არსებობს იქ, სადაც იერარქიაა. მეგობრები თანასწორები უნდა იყვნენ. ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში კი მზარდი ასიმეტრიაა – და ეს ორივე მხარეს კარგად ესმის“.
„თუ პუტინი მეორე ხერსონს დაკარგავს, მისი საქმე წასულია,“ – ასე ამბობდა ომის დაწყების პირველ თვეებში, როდესაც ხერსონი ახალი დაბრუნებული ჰქონდა უკრაინის ჯარს, ანდრეი მაკარიჩევი, ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის პოლიტიკური ფსიქოლოგიის გამორჩეული მკვლევარი.
“ეს იქნება ამერიკის ისტორიული სირცხვილი… თუ უკრაინას უწევს არჩევანი გააკეთოს: ან შეეგუოს ამერიკის [სამხედრო] მხარდაჭერის დაკარგვას, ანაც დათანხმდეს ისეთ მშვიდობას, რომელიც ქვეყნის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა...“
“საქართველო დღეს იმ ფაზაშია, რომელშიც ბელარუსი იყო 2020 წელს... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შეცდომები არ გაიმეოროთ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ინანებთ.” – ამბობს პაველ ლატუშკა.
“ეს იქნება ტოტალიტარული სახელმწიფო... რუსული მოდელი: ყველაფერი, რაც რუსეთში მოხდა – აქაც მოხდება, უბრალოდ ბევრად მოკლე დროში” - ეუბნება რადიო თავისუფლებას გენადი გუდკოვი, ერთ-ერთი იმ რუსი პოლიტიკოსთაგან, ვინც ჯერ კიდევ პუტინ - მედვედევის ძალაუფლების „ოქროს ხანაში“ გაემიჯნა კრემლის მმართველობას.
ჩამოტვირთე მეტი