არის თუ არა მომატებული ვირუსული ინფექციების რაოდენობა და რა მოლოდინები აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს? როგორც ცენტრში განმარტავენ, დღევანდელი მონაცემებით, ვირუსული ინფექციების გავრცელება დაბალი ინტენსივობით მიმდინარეობს, თუმცა, სავარაუდოდ მათი რაოდენობა თებერვლისკენ მოიმატებს. როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან? რამდენად ეფექტიანია ვაქცინაცია? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, პაატა იმნაძეს.