Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟიგიმანტას პავილიონისი: “ქართული ოცნების” ლიდერები არ არიან ქართველები - ისინი არიან რუსები


ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და X-ის პლატფორმაზე წერს:

“ქართული ოცნების” ლიდერები არ არიან ქართველები - ისინი არიან რუსები, რომლებიც ემსახურებიან პუტინს. 2008 წელს რუსეთს არ დაუპყრია მთელი საქართველო - მათ ნაცვლად ეს “რუსულმა ოცნებამ” გააკეთა თბილისის აღებით. დღეს რუსები საქართველოში თავიანთ კონტროლს აძლიერებენ და ქვეყანას აქცევენ ბელარუსად, მოგვიანებით კი - რუსეთად".

მანამდე რამდენიმე საათით ადრე რუსთაველზე საპროტესტო აქციის დაწყებას გამოეხმაურა კიდევ ერთი ლიეტუველი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე:
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე:

“საქართველოს სჭირდება ჩვენი ყურადღება და მხარდაჭერა. დღეს ქართველების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროტესტია ევროპული საქართველოსთვის”.

იუკნევიჩიენემ მოგვიანებით X-ზევე დაპოსტა ქარდი წარწერით: "ყველას მზერა თბილისისკენაა მიპყრობილი".

4 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში თბილისის ცენტრში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია, რომელზეც "საორგანიზაციო კომიტეტის" წევრმა პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა დეკლარაციის ტექსტი:

დედაქალაქში გრძელდება მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებული აქცია. მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პაატა ბურჭულაძემ დეკლარაციის ტექსტი წაიკითხა და დემონსტრანტებს მოუწოდა, მხარდაჭერა გამოეხატათ.

„დღეს გვაქვს ისტორიული შანსი და ალბათ, ბოლო შანსი, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს ისეთ დღეში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია და მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი.. დღეს ისეთი დღეა, უნდა გავიმარჯვოთ... ამ წუთიდან, როგორც კი დეკლარაციას ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა პაატა ბურჭულაძემ.

დეკლარაციის ტექსტის მიხედვით, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ბურჭულაძემ დეკლარაციაში გამოყო სამი პუნქტი:

  • „ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს“;
  • „ე.წ. ხელისუფლებას დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია. ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია“;
  • „ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან, გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას“.


ამის შემდეგ დემონსტრანტების ნაწილი "საორგანიზაციო კომიტეტის" წევრების მოწოდებით ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციისკენ დაიძრნენ და შენობაში შეჭრა სცადეს. მოვლენათა განვითარების ამ ნაწილს გაემიჯნნენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე, „ლელო“, „გახარია - საქართველოსთვის“, "ფედერალისტები".


ფორუმი

XS
SM
MD
LG