Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება“ - ბიძინა ივანიშვილი


ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

20:00 საათზე, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისიდან სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

„მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება! გილოცავთ! გილოცავთ!“ - განაცხადა მან.

„საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან. ეს არის რეალური შედეგი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

სცენაზე მასთან ერთად ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და სხვა ლიდერები არიან.

„იმედის“ დაკვეთით „გორბის“ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, კახა კალაძემ ხმების 77,4% მიიღო.

„როგორ შეიძლება 80% პარტიას მხარს უჭერდეს და 10 000-მა კაცმა გადატრიალება მოაწყოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

„მადლობა ყველაფრისთვის ბიძინა ივანიშვილს. რაც გვაქვს დღეს, - მშვიდობა, წინსვლა, განვითარება, - ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე ცოტა ხნით ადრე, ორბელიანის სასახლის - პრეზიდენტის ადმინისტრაციის - ეზოში დემონსტრანტები შეიჭრნენ, რის შემდეგაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა აქციის დაშლა დაიწყო წიწაკის სპრეის, ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG