„იმედის“ ეთერში ტელეარხის დაკვეთილი და GORBI-ის შესრულებული კვლევის შედეგები გავიდა. კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი), ჯამში (შემთხვევით შერჩეულ) 150 უბანზე ჩატარდა. ცდომილების ზღვარი 2 პროცენტია.
თბილისი
პარტიების მიხედვით:
- „ქართული ოცნება“ - 76,3%;
- „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 7,1%;
- „გირჩი“ - 6,8%;
- „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 3,3%;
- სხვა - 6,5%.
მერობის კანდიდატები:
- კახა კალაძე („ქართული ოცნება“) - 77,4%;
- ირაკლი კუპრაძე („ლელო“) - 8,8%;
- იაგო ხვიჩია („გირჩი“) - 5,9%;
- ზურაბ მახარაძე („ალტ-ინფო“) - 1,6%;
- სხვა - 3,9%.
ბათუმი
პარტიული მონაცემები:
- „ქართული ოცნება“ - 81,6%;
- „გახარია საქართველოსთვის“ - 6,2%;
- „გირჩი“ - 4%;
- „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 2,7%;
- „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 2,3%
- სხვა - 3,2%.
მერობის კანდიდატები:
- გიორგი ცინცაძე („ქართული ოცნება“) - 81,2%;
- გოჩა გუგუნავა („გახარია საქართველოსთვის“) - 9,3%;
- კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 4,4%;
- ზვიად კვირიკაძე („ჩვენი გაერთიანებული საქართველო“) - 2,6%;
- თამარ მიქელაძე („მამული, ენა, სარწმუნოება“) - 2,5%.
ქუთაისი
პარტიები:
- „ქართული ოცნება“ - 84,1%;
- „გახარია საქართველოსთვის“ - 3,6%;
- „გირჩი“ - 3,6%;
- „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 3,4%;
- „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 2,7%;
- სხვა - 2,6%.
მერობის კანდიდატები:
- დავით ერემეიშვილი („ქართული ოცნება“) - 88,7%;
- პაატა ზაქარეიშვილი („გახარია საქართველოსთვის“) - 5,7%;
- გიორგი ამაღლობელი („საქართველო“) - 5,6%.
რუსთავი
პარტიები:
- „ქართული ოცნება“ - 79,7%;
- „გირჩი“ - 5,6%;
- „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 3,8%;
- „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 3,5%;
- „გახარია საქართველოსთვის“ - 3,4%;
- სხვა - 4%.
მერობის კანდიდატები:
- ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) - 94,2%;
- თამარ კეკენაძე („გახარია საქართველოსთვის“) - 5,8%.
ეგზიტპოლები 20:00 საათზე გამოცხადდა, როცა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში არჩევნები დასრულდა.
დღეს, 4 ოქტომბერს, არჩევნების პარალელურად თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დემონსტრაცია იმართებოდა.
დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრმა, პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ.
ადმინისტრაციის შენობასთან მისულმა დემონსტრანტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ საპოლიციო ძალები ადმინისტრაციის შენობიდან. პირველად პოლიციამ მაშინ გამოიყენა წიწაკის სპრეი.
„ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის“ სურვილით აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით დაიგეგმა 4 ოქტომბრისთვის, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. არჩევნები 20:00 საათზე სრულდება.
ფორუმი