Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორპუსიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა ერთი ოჯახის სამი წევრი - გამოძიება სუიციდის ვერსიაზე მუშაობს


თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე, 3 ოქტომბრის ღამეს ერთი ოჯახის სამი წევრი იპოვეს გარდაცვლილი - დედა, მამა და შვილი. გამოძიება სუიციდის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა არც სხვა მოტივებს არ გამორიცხავს. გარდაცვალების მიზეზად მაღალი სართულიდან ვარდნა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, მათ შორის არც იმას არ აკონკრეტებს, დაღუპულებს შორის არის თუ არა არასრულწლოვანი.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ამ ოჯახის ბავშვი 12 წლამდე მოზარდი იყო და დაღუპულები, სავარაუდოდ, უცხოეთის მოქალაქეები არიან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG