ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, გასულ ღამით გაავრცელა ჯერ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შემდეგ კი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა, რომლებმაც დააკონკრეტეს, რომ ეჭვმიტანილი ხმელნიცკის ოლქში დააკავეს.
1 სექტემბერს, დილით უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ივან ვიჰივსკიმ „რუსული კვალის“ გარდა, განაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დიდხანს ემზადებოდა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი კვალის დაფარვას ცდილობდა, თუმცა მისი დაკავება 36 საათში შეძლეს და საჭირო მტკიცებულებებიც აქვთ.
უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, პარტია „ევროპული სოლიდარობის" ერთ-ერთი ლიდერი ანდრიი პარუბიი 30 აგვისტოს ქალაქ ლვოვში მოკლეს. მას, გამოძიების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 ტყვია ესროლა კურიერად გადაცმულმა პირმა, რომელიც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში განაცხადეს, რომ რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. პარტია „ევროპული სოლიდარობის" თავმჯდომარე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ მკვლელობასთან კავშირი აქვს რუსეთს.
პარუბიის 2 სექტემბერს ლვოვში დაკრძალავენ.
ანდრიი პარუბიი უკრაინის პარლამენტის სპიკერი იყო 2016-2019 წლებში.
ფორუმი