ინციდენტი მოხდა 3 სექტემბერს, როდესაც ოდიშარია იმყოფებოდა მელიქიშვილის ქუჩაზე, - ის ტოვებდა თბილისის მერისა და ამავე დროს მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას.
ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირებამდე მოქალაქეებმა ოდიშარიას წყალი შეასხეს და კვერცხი ესროლეს.
ოდიშარია პოლიციელებმა გაარიდეს დემონსტრაციას. პოლიციის გარემოცვაში მყოფ ოდიშარიას აგინებდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში, დედის გინებაზე პასუხად ოდიშარიამ აქციის მონაწილეს შეაგინა: „დედაშენს შე*ეცი მე შენსას“.
„ვინც ოლეს მღერის, იმის დედას შე*ეცი“, - უთხრა მან ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხად, შემდეგ კი გააგრძელა: „გაიგე ახლა? დაიმახსოვრე? დაიწერე და მამაშენს წაუღე, რა“.
„მაგის გამო დაისჯები, შე მონა... ნაძირალა“ - ყვიროდა ერთ-ერთი დემონსტრანტი.
- „ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას და რომელსაც ხშირად მღერიან 2024 წლის 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“;
- მასზე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ წევრები.
- ამ სიმღერის გამო 2025 წლის 4 მარტს თავს დაესხნენ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, ასევე 6 ივლისს ვანო თარხნიშვილს (ორივენი უკრავენ ბენდში - „გამოუვალი მდგომარეობა“), 9 ივლისს კი მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz).
ოდიშარიამ დემონსტრანტებს უწოდა „*ლის მონები“. მოგვიანებით კი ჟურნალისტს, - „პუბლიკას“ ფოტოგრაფ მინდია გაბაძეს მიაყენა შეურაცხყოფა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ის ნასვამი, როგორც ამას „მოქალაქეები ამბობენ“, ოდიშარიამ უპასუხა: „მე ვარ ნასვამი? შენ ნატ*ნაურები ხარ“.
- 51 წლის ბექა ოდიშარია ბიზნესმენია, რომელიც 2016-24 წლებში იყო პარლამენტის წევრი და ორივე ჯერზე დაუჭირა მხარი „აგენტების კანონს“. იყო მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი.
- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოდიშარია პარტიულ სიაში არ ყოფილა.
- 2024 წლის 26 სექტემბერს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოდიშარიასთან მიმდინარეობდა კონსულტაციები „ძალიან სერიოზულ თემაზე“ „კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით“.
- 2025 წლის 1 სექტემბერს ოდიშარია დაასახელეს თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად.
ფორუმი