„როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, 2011-2024 წლებში ის ფარმაცევტულ კომპანია „ავერსი-ფარმაში“ მაღალ მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის - გენერალურ დირექტორად.
ირაკლი ფურცელაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 50 ათასი ლარი შესწირა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც „ქართული ოცნება“ „სისხლიან რეჟიმს“ უწოდებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელი 2022 წლის 5 აგვისტოს შემდეგ აღარ ჰყავდა, როცა თანამდებობა დატოვა ამირან გამყრელიძემ. საწყის ეტაპზე მოვალეობას მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებდა, შემდეგ კი - ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.
ფორუმი