მან განაცხადა, რომ სახელმწიფოს მზად არის დახმარება გაუწიოს სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს.
სამინისტროს ფეისბუკგვერდზე ასევე გამოქვეყნდა აეროპორტში გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა, რომლებზეც ჩანს, როგორ ტოვებენ ადამიანები თვითმფრინავის ბორტს.
გია ცაგარეიშვილის სიტყვებით, ყველა დეპორტირებული ადამიანის საბუთებს „ინდივიდუალურად განიხილავენ“ და მათ „შესაბამის დახმარებას გაუწევენ“:
„იმისთვის, რომ სწრაფად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ღირსეულად დასაქმდნენ და აქ, საქართველოში შექმნან თავიანთი მომავალი. არ იფიქრონ იმაზე, რომ არალეგალურად თუ ლეგალურად გადაიხვეწონ საქართველოდან და იქ ეძებონ უკეთესი ხვედრი“, - ამბობს გია ცაგარეიშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რომლებიც რეინტეგრაციის პროცესში მათ საზოგადოებაში ადაპტაციას შეუწყობს ხელს.
ჩვენ დავინტერესდით, საქართველოს რამდენ მოქალაქეზეა საუბარი, რატომ და რა ვითარებაში მოხდა მათი დეპორტაცია, რა პირობებით დაბრუნდნენ და რას სთავაზობს მათ კონკრეტულად სახელმწიფო.
ეს კითხვები დავუსვით ჯანდაცვის სამინისტროსაც და დეპორტაციის დეტალები მოვიკითხეთ შსს-შიც.
პასუხების და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
ფორუმი