ლიტერატურულ პრემია „საბას” წელს 11 გამარჯვებული ჰყავს ცხრა სხვადასხვა ნომინაციაში. გამარჯვებულების ვინაობა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის გარეშე გამოცხადდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სახელმწიფოსთვის საჭირო გადაწყვეტილებებს ამზადებს. ზელენსკის დეტალები დღეს არ დაუკონკრეტებია. რუსეთის ჯარებთან გასამკლავებლად თავდაცვის საშუალებების მობილიზების საჭიროებასთან ერთად, უკრაინის წინაშეა შიდა პრობლემა, რომელიც კორუფციას უკავშირდება.
საქართველოში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი (უფროსი მრჩეველი) ჯონათან ასკონასი. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ უცხოური აქტივების ნაწილი შესაძლოა, ამერიკულმა ენერგოკორპორაცია „შევრონმა“ იყიდოს.
გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზის სექტორის შესახებ.
„მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ყველაფრისთვის, კერძოდ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოუღებლობისთვის და მათთვის გვერდის ასავლელად აგრესორის დახმარებისთვის;
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაა. მან თქვა, რომ უცხოეთში მცხოვრები ადამიანები შეიძლება „იმ ქვეყნის იურისდიქციაში მოექცნენ“.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება „ქართული ოცნების“ ახალ კანონპროექტს, რომელიც ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობას აღარ მისცემს. მისი თქმით, ყველა პატარა ქვეყნისთვის საგანძურია ემიგრანტების ყოლა და მათ უფრთხილდებიან.
ჩამოტვირთე მეტი