ცნობებმა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სურს „სპარსეთის ყურეს“ „არაბეთის ყურე“ დაარქვას, ირანში თანაბრად განარისხა როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ფრთის წარმომადგენლები, მათ შორის ტრამპის მხარდამჭერებიც. მათთვის სახელის შეცვლა როგორც ეროვნული იდენტობის, ასევე ისტორიული სამართლიანობის ხელყოფაა.