Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ“ - ნორვეგიის საგარეო უწყება საქართველოში აქციების ერთი წლის თავზე


დღეს უწყვეტი პროევროპული ანტისამთავრობო აქციების დაწყებიდან ერთი წელი გავიდა.
დღეს უწყვეტი პროევროპული ანტისამთავრობო აქციების დაწყებიდან ერთი წელი გავიდა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და „უსამართლოდ დაპატიმრებულთა“ გათავისუფლებას ითხოვს.

„ერთი წელი გავიდა ყოველდღიური საპროტესტო აქციებიდან მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა“, - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება პლატფორმა X-ზე.

„ნორვეგია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ. უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ“, - აცხადებს სამინისტრო.

დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, - რომ 2028 წლამდე აღარ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრებისათვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში, - და უწყვეტი ანტისამთავრობო, პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან.

დღესვე საერთო განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ „ამ ერთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ წარმოუდგენელი რეპრესიები მოუწყო საკუთარ ხალხს“:

  • „160-მდე მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება;
  • 300-მდე აქციის მონაწილე გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;
  • 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით;
  • 1000-ზე მეტი მოქალაქე დაჯარიმდა პოლიტიკური მოტივებით;
  • 400-მდე შემთხვევაა ჟურნალისტების დაპატიმრების, ცემისა და შევიწროების;
  • მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც პრაქტიკულად აიძულებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, შეწყვიტონ ფუნქციონირება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG