Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: შანსი გავუშვით, მაგრამ პერსპექტივა რჩება


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მემორანდუმის ჩაშლაში სდებს ბრალს. ალასანიას მტკიცებით, საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა, ფრანგული მხარის დახმარებით სრულად ეკონტროლებინა საჰაერო სივრცე და მოეგერიებინა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო თავდასხმა. ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტებაში სწორედ ირაკლი ალასანიას სდებენ ბრალს ოპონენტები. ვის მხარეზეა ამ საკითხში სიმართლე? ჩვენს შეკითხვებს საპარლამენტო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უპასუხებს.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG