24 აგვისტოს ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის საზღვართან ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილიდან გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, სამართალდამცველებმა დროებით გადაკეტეს ფედერალური საავტომობილო გზატკეცილი „კავკაზი“. ამასთან, ხელისუფლება მასობრივი დაპირისპირების ფაქტს უარყოფს.
დაპირისპირება დასახლება ჩერმენთან დაიწყო და როგორც ტელეგრამის არხი "ВЧК-ОГПУ" წერს, "ჩხუბი ერთიმეორეს მიყოლებით ხდებოდა".
კონფლიქტის მიზეზების შესახებ დეტალები არ ვრცელდება, თუმცა სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებული გვერდი "Розыск Ингушетия" ირწმუნება. რომ კონფლიქტი საყოფაცხოვრებო საკითხს უკავშირდება - ინგუშეთის მკვიდრებმა რამდენიმე ადამიანს სცემეს, მათ შორის ხანდაზმულს ჩრდილოეთ ოსეთიდან.
მომხდარი ფაქტი დაადასტურეს ინგუშეთის საგარეო ურთიერთობათა, ეროვნული პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის სამინისტროში და მოუწოდეს ყველას, „არ აჰყვნენ პროვოკაციებს“, სანამ ხელისუფლება „დარეგულირებისთვის ძალას არ იშურებს“. მოგვიანებით მინისტრმა ალან ბაგიევმა განაცხადა, რომ საზღვარზე მოხდა მხოლოდ „ორი პირისპირ ჩხუბი“, რომელშიც, როგორც "კავკაზ რეალიი" წერს, საჭირო გახდა რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრის, ირბეკ ტომაევის ჩარევა. უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე.
მომხდარი შესახებ არცერთი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია.
- მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოზავოდსკში, 15 ივლისის ღამეს მასობრივი ჩხუბი მოხდა, ერთი მხრივ, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მკვიდრ მოსახლეობასა და, სავარაუდოდ, მეორე მხრივ, ულტრამემარჯვენე პროსამთავრობო ორგანიზაცია „რუსული თემის“ წარმომადგენლებს შორის. შედეგად, ადგილობრივი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე მომუშავე ჩეჩნები და ინგუშები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს - პოლიციამ და რაიონულმა ხელისუფლებამ კონტრაქტორს მათი შეცვლა მოსთხოვეს.
- მაისში ვლადიმირის ოლქის ქალაქ კამეშკოვოში ხალხის ჯგუფმა ინგუშეთის მკვიდრებს სცემა, ინციდენტს მწვავე რეაქცია მოჰყვა ინგუშეთშიცა და ჩეჩნეთშიც, ორივე რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ნაციონალისტური გაერთიანების აკრძალვა.
ფორუმი