რა სამხედრო ამოცანის დამუშავებას ისახავს მიზნად ნატოს მრავალეროვნული სწავლება “ეჯაილ სპირიტი“, ქართულად „დაუდგრომელი სული“, და რა საფრთხეს უქადის საქართველოს და რეგიონს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩრდილოეთ-კავკასიის თავის ვილაიეთად გამოცხადება. ჩვენი სტუმრები არიან და დასმულ შეკითხვებს ტელეფონის საშუალებით უპასუხებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ვახტანგ კაპანაძე და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, თადარიგის პოლკოვნიკი ზურაბ აგლაძე.