Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილის სასამართლო - ლაივბლოგი

პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 29 ნოემბერს მომხდარის გამო „ტერორიზმს“, კერძოდ კი, ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის ცნობით, ელისაშვილი აღიარებს, რომ საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვას გეგმავდა, თუმცა ბრალს - „ტერორიზმს“ - არა.

13:21

13:19 - სხდომა მე-15 დარბაზში იმართება. მოსამართლე - ლელა მარიდაშვილია. დღეს აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს.

13:21

13:20 - ამ საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილია, ადვოკატი - გიორგი რეხვიაშვილი.

13:24

13:21 - პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 29 ნოემბერს მომხდარის გამო ტერორიზმს, კერძოდ კი, ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის ცნობით, ელისაშვილი „ქმედებას“ აღიარებს, თუმცა ბრალს - „ტერორიზმს“ - არა.

13:27

13:22 - ალეკო ელისაშვილი დარბაზში შემოიყვანეს სპეცრაზმელებმა, - ასე აწერიათ მათ სამკლაურზე. ჯარის ფორმა აცვიათ. პოლიტიკოსს ორივე თვალი ჩალურჯებული აქვს, აცვია მწვანე სამოსი.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილი შემოდის - ელისაშვილი ფეხზე არ დგება.

მოსამართლე მოუწოდებს ადგეს ფეხზე პოლიტიკოსი - „ადგომას სჭირდება პატივისცემა, პატივისცემას დამსახურება უნდა“, - პასუხობს ალეკო ელისაშვილი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG