14:09 - სხდომა დასრულდა, ალეკო ელისაშვილი გაიყვანეს. წინა რიგში სხედან ცოლი და ორი შვილი. ისინი სტუდენტები არიან.
ალეკო ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„გვეამაყები მა“, - ეუბნება შვილი.
„ცეცხლი უსამართლობას“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
14:08 - მოსამართლე, ლელა მარიდანშვილმა ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება და პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
14:07 - მოსამართლემ წინასასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრა მორიგი სხდომა 2 იანვარს 14:00-ზე გაიმართება.
14:02 - პროკურორის თქმით, ალეკო ელისაშვილმა იცოდა, რომ სასამართლოში აუცილებლად იქნებოდნენ მორიგე მანდატურები, ამიტომ მისთვის, მტკიცება, რომ ზიანის მიყენება არავისთვის უნდოდა, ბრალდების მხარისთვის სარწმუნო არაა.
„ტარების უფლება მას აქვს, ამაზე არავინ დავობს, თუმცა როცა სასამართლოში იპარები ბენზინით, თან გადმოპარული ხარ და არ შემოდიხარ მთავარი შემოსასვლელით ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს, მადლობა", - ამბობს პროკურორი.
ფორუმი