თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს რეჟისორ გიორგი თავართქილაძის სასამართლო სხდომა, ის 21 ოქტომბერს პარლამენტის შენობასთან საავტომობილო გზის გადაკეტვის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში მივიდა და აცნობა, რომ ის მონაწილეობდა აქციაში, რომლის დროსაც გზა გადაიკეტა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის დარბაზში შემოსვლისას, თავართქილაძე ფეხზე არ ადგა და განაცხადა, რომ პატივს არ სცემს ამ სასამართლოს. ლელა ცაგარეიშვილმა განმარტა, რომ ეს სასამართლოს შეურაცხყოფა იყო, თუმცა პირველ ჯერზე გაფრთხილებით შემოიფარგლა:
„თქვენ ფეხზე არ წამოდექით, თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერი აზრი და დამოკიდებულება გქონდეთ სასამართლოს მიმართ, მაგრამ სხდომათა დარბაზში სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვა იქნება დასჯადი, გაითვალისწინეთ მომავალში“.
მოსამართლემ გიორგი თავართქილაძე დააჯარიმა ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ: "საბოლოო პოზიცია არის ის, რომ მე თავს არ ვცნობ დამნაშავედ. სამართალი არის სხვაგან, მე არ ვარ სხვაგან.. მოვითხოვ დავისაჯო თქვენს მიერ ზუსტად ისე, როგორც დაისაჯნენ ჩემი მეგობრები... მე ვაპირებ იგივე გავაკეთო დღესაც, ხვალაც, მე ვაპირებ ავიყოლიო ხალხი გავხდეთ ბევრი და დავასრულო რეჟიმი ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ ე.წ. მოსამართლევ".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს აამოქმედა „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიღებული კანონები, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს აქციების გამართავს - გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის 15-დღიანი პატიმრობაა დაწესებული. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ფორუმი