Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგი

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართა. პარალელურად მოეწყო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები.

23:00 4.10.2025

თბილისში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციასა და განვითარებულ მოვლენებს X-ის პლატფორმაზე გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

„ჩემი ფიქრები ახლა მიმართულია ქართველი ხალხისკენ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენ გვერდითაა“.

23:01 4.10.2025

ცესკოს ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე 1 438 116 (40,93%) ამომრჩეველი მივიდა

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია

არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდებოდა

23:02 4.10.2025

როგორ განვითარდა მოვლენები პრეზიდენტის სასახლესთან - სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

23:16 4.10.2025

საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტური საქმიანობაში ხელისშეშლის გამო.

ორივე ინციდენტი თბილისში, ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლესთან მოხდა:

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG