საპრეზიდენტო სასახლესთან ორბელიანის მოედანზე სპეცრაზმმა აქციის დაშლა მას მერე დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოს ღობე მოარღვიეს, ეზოში შეიჭრნენ და შენობის დაკავება სცადეს
სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ჯერ წიწაკის სპრეი, შემდეგ კი წყლის ჭავლი და ცრემლდენი გაზი გამოიყენა
ასე ვითარდებოდა იქ სიტუაცია ბოლო ორი საათის განმავლობაში
თბილისში საარჩევნო უბნები მთელი დღე უჩვეულოდ ცარიელი იყო. თუმცა დაძაბულობა ამ სიცარიელეშიც იგრძნობოდა.
თბილისში ასეთ უკაცრიელ საარჩევნო უბნებს ძნელად თუ გაიხსენებს კაცი, ყოველ შემთხვევაში ეს იმ უბნებს მაინც ეხება, სადაც რადიო თავისუფლება მივიდა.
იმ 26 ოლქიდან, რომლებშიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატები მონაწილეობდნენ, ამომრჩევლის ყველაზე დიდი აქტივობა ასპინძაში დაფიქსირდა - 69,32%. ამომრჩეველთა რაოდენობის ნახევარზე მეტი მივიდა საარჩევნო უბნებზე 26-დან 18 მუნიციპალიტეტში.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, ვინც მასში მონაწილეობდა მკაცრად დაისჯება. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც შეაჯამა არჩევნების დღე - 4 ოქტომბერი.
ფორუმი