კერძოდ, გამოძიება დაიწყო „ნივთის დაზიანების ან განადგურების“ მუხლით, - რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი.
ამ მუხლის თანახმად, „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, ისჯება:
- ჯარიმით;
- საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100-180 საათამდე;
- გამასწორებელი სამუშაოთი;
- შინაპატიმრობით;
- ან ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
იგივე ქმედება „არაერთგზის“ და „ჯგუფურად“ ისჯება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით.
დღეს საღამოს დემონსტრაციის პარალელურად კახა კალაძის შტაბთან საარჩევნო ბანერს იოგურტი შეასხეს.
ასევე, წაშალეს წარწერები ერთ-ერთ ბანერზე და დააწერეს: „რუსული ოცნება“.
დღევანდელ აქციას წინ უძღოდა წინა საღამოს, 8 სექტემბერს, მომხდარი ძალადობა.
- 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ხელისუფლების მომხრეების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტს შსს ჯგუფური ძალადობის მუხლით იძიებს, თუმცა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ არ გამოუკვეთია.
- ჩხუბში მონაწილეების იდენტიფიცირებას, ღია წყაროების მიხედვით, თვითმხილველები და ჟურნალისტები დამოუკიდებლად ცდილობენ.
- ხელისუფლება მომხდარს "პროვოკაციად" მიიჩნევს.
- დაპირისპირების კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლების მომხრეები ფიზიკურად უპირისპირდებიან არა მხოლოდ დემონსტრანტებს, პოლიციელებსაც. პოლიციელები მათზე ძალადობას უარყოფენ.
ფორუმი