„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, - დაწერა შვეიცარიის საელჩოს ფეისბუკის გვერდმა.
„ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოაცოცხლა იმ დროისთვის უკვე მინავლებული საპროტესტო განწყობები. მას შემდეგ თბილისსა და ბათუმში ყოველდღე იმართება საპროტესტო აქციები. პარალელურად, ამ დროის განმავლობაში საქართველო ევროკავშირისგან იღებს უპრეცედენტო კრიტიკას.
შვეიცარიის საელჩოს გამოეხმაურა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა: „მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს“.
„ევროკავშირიდან გასული დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ახლა უკვე ევროკავშირში არასდროს შესული შვეიცარია აღელდა ევროინტეგრაციაზე“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
„ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება, მაშინ კი ნამდვილად უნდა მიხვდე კაცი, რომ გეოპოლიტიკურად აღრეულ დროებაში ცხოვრობ“, - დაწერა მან.
ფორუმი