ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის სასამართლოზე ყოველთვის ასე ხდება - მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი შემოდის, თუმცა სხდომას არ ხსნის, ასე ის ბრალდებულებსა და მის ოჯახის წევრებს კომუნიკაციის რამდენიმე წუთს აძლევს. მშობლები შვილებთან ახლოს მიდიან და ერთმანეთს ესაუბრებიან.
სხდომა გაიხსნა.
„ქუდი მოიხადეთ დარბაზში, არ გვაწვიმს, არ გვათოვს" - ამბობს მოსამართლე.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განმარტავს, სხდომის გადაღების აკრძალვის შესახებ წესებს და და სახელობითად მიმართავს ონლაინგამოცემა პუბლიკას ჟურნალისტს, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრება:
„პუბლიკას წარმომადგენელი არის აქ? - ვიმედოვნებ იცით, რომ ფოტო-ვიდეო გადაღება არ შეიძლება და თუ კიდევ გავრცელდება ჩემი სხდომიდან კადრები, მივმართავ შესაბამის ზომებს", - ამბობს თამარ მჭედლიშვილი.
ადვოკატმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ორი კითხვა გაგზავნა, ვიდეოებთან ერთად:
1. არის თუ არა წარდგენილი ვიდეომასალა უწყვეტი?
2. ვიდეომასალაზე არის თუ არა მონტაჟის კვალი?
ექსპერტიზის შედეგების თანახმად, ვიდეო არ არის უწყვეტი და დამონტაჟებულია. ამ შემთხვევაში მონტაჟში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელიც დასკვნის ავტორია, გულისხმობს „დამოუკიდებელი გამოსახულებების გადაბმას".
ფორუმი